22 და 23 იანვარს საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშებამ აიღო სტარტი. მთავარი ტროფეისთვის სუპერლიგაში მონაწილე 11 გუნდთან ერთად, „ა" ლიგის ხუთი კლუბიც იბრძოლებს. გათამაშების დებულების თანახმად, 1/8 ფინალში გუნდები საუკეთესოს ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოავლენენ. მეოთხედფინალისტების ვინაობა კი, იანვრის ბოლომდე გაირკვევა. ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 1/4 ფინალები მარტში, ნახევარფინალური შეხვედრები კი 9-10 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 1/2 ფინალებში, ე.წ ოთხთა ფინალში გუნდები ფინალური საგზურის მფლობელებს ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოავლენენ. შესაბამისად, ფინალიც ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები გავლენ.
მანამდე კი პირველი მერვედფინალური მატჩების შემდეგ 8 გუნდმა, მომდევნო ეტაპისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. მერვედფინალური მატჩები, ქართველი კალათბურთელის და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის რამაზ გოგობერიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
22 იანვარი
„ვერა"-„ქუთაისი" 76-95
ვსა - „ბათუმი" 84-81
„ასტრალი" - გაუ 63-97
„რაში" - „ივერიონი" 80-94
23 ინავარი
თსსუ - თსუ 80-120
„კავკასია" - „ორბი" 80-76
„სოხუმი-საქართველო" - „გურჯაანი" 61-94
„მარგვეთი" - „რუსთავი" 83-74
საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო მერვედფინალური მატჩები 25, 26 და 27 იანვარს გაიმართება.
ფოტო: კალათბურთის ფედერაცია