„თბილისი არენაზე" დღეს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის რიგით მე-19 მემორიალის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტრადიციულ ტურნირს ახალი გამარჯვებული ჰყავს - კსუ. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი „კავკასიის საერათაშორისო უნივერსიტეტის" გუნდი, ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერს, "ქუთაისს" . დაუპირისპირდა და 99 -106 (24 -24, 23-27, 20-34, 32-21) გაიმარჯვა.
მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი მეოთხედი 24-24 დასრულდა და ეს ფინალური შეხვედრისთვის საკმაოდ კარგი წინაპირობა იყო. მეორეში კავკასიელებმა ოდნავ მოუმატეს. ალბათ, თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ გამოცდილ იმერულ გუნდს, მათ საკმაოდ კარგი ლეგიონერები და სამქულიანები დაუპირისპირეს. თამაშის შემდეგ, ბექა წივწივაძის შეგირდთა სასარგებლოდ, 27 მცდელობიდან, ზუსტად შესრულებული 14 სამქულიანი იყო. მეორე მონაკვეთიც 23-27 მოიგეს და დიდი შესვენებაზე ამაღლებულ განწყობაზე გავიდნენ.
მესამე მეოთხედში, კსუ-მ კიდევ უფრო მოუმატა და 14 ქულით მოიგო, ამჯერად 20-34. ბოლო მეოთხედის წინ, სხვაობა 18 ქულა იყო და შესაბამისად ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ აქ „ქუთაისი" კიდევ გაიბრძოლებდა. თუმცა, გამოცდილი კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა, ბოლომდე იბრძოლა და გამოცდილების ხარჯზე, 11 ქულა ამოიღო, თუმცა, ეს საკმარისი არ გადმოდგა შეხვედრის ოვერ-ტაიმში გადასაყვანად.
19 ქულით, 7 მოხსნითა და 2 პასი ჯავაუნ დენიელსი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მას ტურნირის საუკეთესო ფორვარდის ტიტულიც ერგო. საუკეთესო უკანახაზელის ლუკა მაზიაშვილმა გახდა 15 ქულით, 5 პასითა და 3 მოხსნით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანს ილია ლონდარიძეს, საჩემპიონო თასი ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, ქალბატონმა მანანამ და შვილიშვილმა, ანა საკანდელიძემ გადასცეს.