საბა ხაჩიძემ ასპარეზობა მე-13 შედეგით დაასრულა
საბა ხაჩიძემ ასპარეზობა მე-13 შედეგით დაასრულა
21.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მორიგი საასპარეზო დღე იყო. ჩვენი გუნდიდან ციგაობაში საბა ხაჩიძე ასპარეზობდა. Alpensia Sliding Centre-ში გამართულ შეჯიბრზე, ქართველი სტარზე მე-18 ნომრად გამოვიდა და პირველი დაშვების შემდეგ მე-9 შედეგი უჩვენა. საბა ლიდერს, +1.259 ჩამორჩა. შესაბამისად მერე დაშვებაშიც ხაჩიძეს ბოლოდან მეცხრეს მოუხდა ასპარეზობა. მეორე მცდელობისას საბას ჩამორჩენა ლიდერთან +1.589 იყო, რაც ამ ცდისთვის მე-14 შედეგი აღმოჩნდა. შესაბამისად, ორი მცდელობის ჯამში საბა ხაჩიძემ მე-13 ადგილი  (1:35.136 / +2.780) დაიმსახურა.

განგვონგში, ქართული გუნდიდან მედლებისთვის ბრძოლას ორი სპორტსმენი აგრძელებს. ძალებს. 27 და 28 იანვარს კი, მოციგურავეები, თავდაპირველად კონსტანტინე სუპატაშვილი, მომდევნო დღეს კი, ინგა გურგენიძე წარსდგებიან გულშემატკივრის წინაშე მოკლე პროგრამით. შეგახსენებთ, რომ კონსტანიტინე, იტალიაში გამართულ თამაშებზე მეორე იყო და მაშინ ქართველი ლიდერს მცირედით ჩამორჩა.


მოციგურავეების შეჯიბრები აღნიშნულ დღეებში, თბილისის დროით 11:00 საათიდან დაიწყება.