„ინტერი“ იტალიის სუპერ თასის ფინალშია
„ინტერი“ იტალიის სუპერ თასის ფინალშია
20.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინდელთან შედარებით, დღეს, ელ-რიადში იტალიის სუპერ თასის მეორე 1/2 ფინალში, რომელშიც „ინტერი", „ლაციოს" დაუპირისპირდა გულშემატკივარიც უფრო მეტი იყო და აშკარად, ტრიბუნებიც უფრო ხმაურობდნენ. თუმცა, ეს ის მუღამი არ იყო, რაც იტალიურ ფეხბურთში ასე მოგვწონს და გვიყვარს. გამომდინარე აქედან იმედს ვიტოვებთ, რომ 22 იანვარს, ფინალის დროს, იტალიიდან ქომაგთა ის რაოდენობა მაინც მოახერხებს ჩასვლას, რომელიც იტალიურ განწყობას შეიტანს ფინალურ მატჩში.


რაც შეეხება თავად მატჩს, ვერ გეტყვით რომ „ლაციოს" არ უცდია, მაგრამ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სიმონე ინძაგის გუნდი, უფრო მოტივირებული იყო და 3-0 გაიმარჯვა. გოლები კი, ამ შეხვედრაში, მე-17 წუთზე  მარკუს ტურამმა გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, ჰაქან ჩალჰანოლუმ პენალტით ანგარიშ ორამდე გაზარდა, 87-ე წუთზე კი, დავიდე ფრატეზიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ინტერი" ფინალში, „ნაპოლის" დაუპირისპირდება.


შეგახსენებთ, რომ ამ თამაშზეც, ისევე როგორც გუშინ, ბევრმა იტალიელმა ქომაგმა ვერ მოახერხა გამგზავრება. შიტალიის სუპერ თასის საპრიზო ფონდი La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 8 მილიონ ევროს შეადგენს. როგორ ჩანს, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც მომავალში კვლავ აქვს დაგეგმილი „შიდა სამზარეულო თამაშების" საკუთარ კედლებს მიღმა გატანა, ამ გზით, საინვესტიციო თანხების მოზიდვას უფრო ცდილობს, ვიდრე, ფეხბურთის, თუნდაც, ახლო აღმოსავლეთში პოპულარიზაცია ადარდებს.


ფოტო: © Inter