16 ძირითადი ნომინაცია, 2 სერია A-ს ციფრული პლატფორმის ჯილდო, 4 ციფრული ჯილდო (საუკეთესო ი-სპორტის მოთამაშე, ჟურნალისტი, სოციალური მედიის ინფლუენსერი და ვიდეოს ავტორი). ეს იყო, რიგით მე-14 Globe Soccer Awards-ის ნომინაციები, რომელთაგან ერთის, სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის ციფრული კონტენტის ნომინაციის მოგების შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა, თუმცა, ქართველს რაფა ლეაომ აჯობა.
ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ „კვარას" „ნაპოლი" Globe Soccer Awards-ის პლატფორმაზე საკმაოდ ბევრ ნომინაციაში ფიგურირებდა, თუმცა, საბოლოოდ, ნეაპოლელთაგან, კრისტიანო გიუნტოლიმ მოახერხა ფინალურ რაოდენობაში მოხვედრა და საბოლოოდ გამარჯვება, საუკეთესო სპორტული დირექტორის ნომინაციაში. თუმცა, შეგახსენებთ, რომ გიუნტოლი უკვე „ბებერ ქალბატონთან" თანამშრომლობს. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოც, რომელსაც 2022 წელს ოსიმენი ფლობმდა, ამჯერად, ჯუდ ბელინგემმა მიიღო.
სამაგიეროდ, პრიზებით პირდაპირი გაგებით „მანჩესტერ სითი" აივსო და გადაივსო. თავდაპირველად, 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გუარდიოლა დაასახელეს. საუკეთესო გუნდიც „სითი" გახდა. სხვათა შორის, ვიდრე, სცენაზე „მანჩესტერ სითის" შემადგენლობას იხმობდნენ, კლუბის ხუთი ტროფეი, თავად მოთამაშეებმა გამოამზეურეს. კლუბების პრეზიდენტების ჯილდო ხალდუნ ალ მუბარაქმა აიღო. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი Globe Soccer Awards-ის ვერსიით კი, ერლინგ ჰაალანდი გახდა.
სცენაზე, ყველაზე მეტჯერ კრიშიანო რონალდუს მოუწია ასვლა და წამყვანების შემდეგაც, ყველაზე მეტი, სწორედ მან ილაპარაკა. რონალდუ, ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თავის კუთვნილ პრიზთან ერთად კი, მესის რეპლიკაც აჩუქეს. რონალდუმ თავდაპირველად გაოცებამ ვერ დამალა, თუმცა, სცენაზე ასულმა პრიზის აღებისას აღნიშნა, რომ ის მის კოლექციაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
„Globe Soccer Awards-ის რამდენიმე ნომინაციაში გავიმარჯვე და გავხდი ამ ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი. დუბაიმ კონტინენტთა შორისო ღონისძიება გააკეთა", - ამბობს რონალდუ, რომელის მოგებული პრიზებიდან ერთ-ერთი გულშემატკივართა ფავორიტი ფეხბურთელის ნომინაციაა, რომელშიც პორტუგალიელმა 70 მლნ ხმა მიიღო და 5 მლნ-ით მეტი მიღებული ხმით მოუგო კონკურენტს, ასევე მოიგო მარადონას პრიზი და საუკეთესო გოლეადორის.
Atlantis The Palm-აში ჩასვლა ვერ მოახერხეს მაგრამ ქალთა შორის საუკეთესო გუნდის ტიტილი ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ" მოიპოვა, საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზი აიტანა ბონმატი გახდა.
სხვათა შორის, რადგან ქალები მოიტანა სიტყვამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ საუკეთესო ვიდეოს ავტორიც ქალი გახდა - ასგარი მუჰამადიანი, რომელიც სოციალურ სივრცეში ასგარი ფრისტაილის სახელით არის ცნობილი. ფეხბურთის ქართველი მოყვარულებისთვის კარგად ცნობილმა ფაბრიციო რომანომ კი, 2023 წლის საუკეთესო ციფრული ჟურნალისტის ნომინაცია მოიგო.
და ბოლოს, ცოტა რამ პრიზებზე, რომელიც დღეს, დუბაიში, მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულებს გადასცეს. ეს არის მოოქროვილი სფერო, რომელიც ბურთს ასახავს და ამავდროულად ფეხბურთის სიდიადეზე მიანიშნებს და სპილენძისგან დამზადებული თაღი, რომელიც ჯილდოს ავტორთა, Studio Architectu-re Moscati-ს დიზაინერების აზით არის ჟიური (გულშემატკივარი მათ შორის), რომელიც საფეხბურთო ჯილდოებისთვის გამარჯვებულებს ავლენს.
ფოტო: © Globe Soccer Awards