მიქაუტაძე ნელ-ნელა „გვიბრუნდება“
მიქაუტაძე ნელ-ნელა „გვიბრუნდება“
19.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჟორჟიმ სასტაროში დაიწყო, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ეს არის ის სტატისტიკა, რომელიც ფეხბურთის ქართველ ქომაგს ძალიან ახარებს. „მეცმა" დღეს საკუთარ ბაზაზე, ამხანაგურ შეხვედრაში, „სვიფტ ესპერანჟის" უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა.

მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, თიმცა, 59-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა და იმედს ვიტოვებთ, რომ გოლების ათვლაც დაიწყო. „მეცმა" მომდევნო გოლი უკვე ჟორჟის გადაცემის შემდეგ, 66-ე წუთზე გაიტანა. 75-ე წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა.


შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2024 წლის მარტის ბოლოს მოუწევს თამაში. შესაბამისად, ქართველისთვის ბევრი სათამაშო დრო და გასწორებული დარტყმა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია.


ფოტო: © Michel Dell'Aiera