სამხრეთ კორეაში , განგვოგში დღეს ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელიც გამარჯვებულებს სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში (ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, თხილამურებით რბოლა, ბიათლონი, ციგურებით რბენა, კერლინგი, ფრისტაილი, სამთო თხილამურობა, ბობსლეი, სკელეტონი, ციგაობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან ხტომა, სათხილამურო ორჭიდი და შორტ ტრეკი) გამოავლენს. თამაშები, საერთო ჯამში, 1900- მდე სპორტსმენს უმასპინძლებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა შორის საქართველოს ექვსი წარმომადგენელი იქნება. ჩვენები, სამ სახეობაში ფიგურული ციგურაობაში, ტრამპლინიდან ხტომასა და საციგაო ტრასებზე იასპარეზებენ.
ფიგურულ ციგურაობაში ჩვენი წარმომადგენლები ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, კონსტანტინეს ოქროს მოგებამდე ცოტა დააკლდა.
ტრამპლინიდან ხტომაში ძალებს გოგონათა შორის ესმირალდა ალიევი, ვაჟთა შორის კი, გიორგი დიაკონოვი სცდიან.
ორი წარმომადგენელი გვეყოლება საციგაო სპორტშიც, საბა ხაჩიძე და ლუკა მიქაბერიძე.
საერთო ჯამში, თამაშების დროს მედლების 81 კომპლექტი გათამაშდება და იმედს, ვიტოვებთ, რომ გარკვეული რაოდენობა ქართული გუნდის წილზეც იქნება.
ფოტოები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი