ქართული კალათბურთის ლეგენდების ტურნის დასკვნითი ორი დღე 18 და 20 იანვარს, თბილისი არენაზე გაიმართება
ქართული კალათბურთის ლეგენდების ტურნის დასკვნითი ორი დღე 18 და 20 იანვარს, თბილისი არენაზე გაიმართება
18.01.2024
ავტორი: TSFF.GE

20 იანვარს, „თბილისი არენა" ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტრადიციული ტურნირის ფინალს უმასპინძლებს. 2024 წლის გათამაშებაში, მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას ოთხი გუნდი აგრძელებს.

ხვალ, 18 იანვარს, 1/2  ფინალური შეხვედრები გაიმართება, რომელშიც „ქუთაისი" - თსუ-ს, „კავკასია" კი, „რაშს" დაუპირისპირდება. თამაშები 16:30 და 19:00 საათზე დაიწყება.


საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი, რომელშიც მონაწილეობა 10 გუნდმა მიიღო.


ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ბათუმმა". გუნდები კი, სამ ჯგუფში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. A ჯგუფში თავი თსუ-მ, გორის „ივერიონმა", „რუსთავმა" და „რაშმა" მოიყარეს, B ჯგუფი გურჯაანის „დელტამ", „ორბმა" და „კავკასიამ", C ჯგუფი „ქუთაისმა", გაუ-მ და „მარგვეთმა". გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და  1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიოდა. საერთო ჯამში, გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე 12 თამაში ჩატარდა.


ქართული საკალათბურთო ლეგენდების რიგით მე-19 ტურნირის ფინალურ მატჩს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „თბილისი არენა" , 20 იანვარს, 15:00 საათზე უმასპინძლებს.



ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია