ფიფა-მ საუკეთესოები გამოავლინა და ახალი ნომინაცია დააანონსა
ფიფა-მ საუკეთესოები გამოავლინა და ახალი ნომინაცია დააანონსა
16.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მომავალი წლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ „ევარდზე", ერთით მეტი გამარჯვებული გამოვლინდება. საქმე ისაა, რომ  წლის საუკეთესო გოლისთვის განკუთვნილი ტრადიციული „პუშკაშის პრემია" რომელის მოსაპოვებლადაც ქალი და მამაკაცი ფეხბურთელების მიერ გატანილ გოლებში ირჩევდნენ საუკეთესოს, მომავალი წლიდან მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს გადაეცემათ. ქალთა შორის წლის საუკეთესო გოლის ავტორისთვის კი, ფიფა-მ გადაწყვიტა რომ ახალი ნომინაციაა დაამატოს და ის ლეგენდარული ბრაზილიელი „მარტას" სახელობის იქნება. სხვათა შორის მარტას წელს სპეციალური პრიზი გადაეცა.



ლონდონში გამართულ ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონიაზე კი, რომელიც (19.12.2022 - 20.08.2023) „პუშკაშის პრემია" ბრაზილიელ გილერმე მადრუგას ერგო.


როგორც მოსალოდნელი იყო, ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი ლიონელ მესი გახდა. თუმცა, დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვა, რომ მესის ტოლსწორი კონკურენცია გაუწია ჰაალანდმა, რომელმაც მესისთან ეროვნული ნაკრებების გუნდის კაპიტნების მხრიდან უფრო მეტი ხმის წყალობით აჯობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, გამოკითხვაში  მეათე ადგილი დაიკავა.


რაც შეეხება ქალთა შორის საუკეთესოს, ალბათ, ქალთა ფეხბურთში ჩახედულთათვის, ამ ნომინაციის გამარჯვებულიც მარტივად გამოსაცნობი იყო. წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი- აიტანა ბონმატი, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას" ნახევარმცველი.


საერთო ჯამში ფიფა-მ გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოავლინა:


წლის მწვრთნელი მამაკაცებს შორის - პეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სითი" გახდა.


წლის მწვრთნელი ქალთა შორის - სარინა ვიგმანი, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელმა მეორედ ზედიზედ დაიმსახურა.




ფიფა-ს ვერსიით წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება - მეკარე: ტიბო კურტუა („რეალი");  მცველები: კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი, რუბენ დიაში (ყველა „მანჩესტერ სიტი");  ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი"/"რეალი"), კევინ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა (ორივე „მანჩესტერ სიტი"); თავდამსხმელები: ვინისიუს ჟუნიორი („რეალი"), ლიონელ მესი (პსჟ/"ინტერ მაიამი"), ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი"), კილიან მბაპე (პსჟ).


ფიფა-ს ვერსიით წლის ქალთა სიმბოლური ნაკრები -  მეკარე: მერი ირპსი („მანჩესტერ იუნაიდეტი"); მცველები: ოლგა კარმონა („რეალი"), ლუსი ბრონზი („ბარსელონა"), ალექს გრინვუდი („მანჩესტერ სიტი"); ნახევარმცველები: კირა უელში („მანჩესტერ სიტი"/"ბარსელონა"), ალესია რუსო („არსენალი"), ლორენ ჯეიმსი („ჩელსი"), ელა ტუნი („მანჩესტერ იუნაიტედი"), აიტანა ბონმატი („ბარსელონა"); ფორვარდები: ალექს მორგანი („სან დიეგო"), სემ კერი („ჩელსი").



წლის საუკეთესო კაცი მეკარე - ედერსონ მორაესი „მანჩესტერ სიტის";


წლის საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ირპსი, ინგლისის ნაკრები;


და ბოლოს, სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის, რომლის მფლობელიც ერთი წლის წინ ლუკა ლოჩოშვილი იყო, ამჯერად ბრაზილიის ნაკრებმა მიიღო, ვინისიუსის წინააღმდეგ აგორებული რასისტული კამპანიის საწინააღმდეგო ქმედებებისა და ფეხბურთელის მხარდაჭერისთვის.


 ფოტოები:  © FIFA