ზაგრებში სარეიტინგო ტურნირზე ასპარეზობის ბოლო დღეს, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, დარჩენილი წონითი კატეგორიებიდან (55კგ, 60კგ, 72კგ, 82კგ, 97კგ და 130კგ) ქართველებმა ოთხ წონით კატეგორიაში იასპარეზეს.
მედლებთან ყველაზე ახლოს, თორნიკე ძამაშვილი იყო (82კგ), თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი შვედთან 6-3 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
დანარჩენ წონებში, 60კგ-ში ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ ამირან შავაძე და ნუგზარ წურწუმია. ფრიდონ აბულაძემ კი, 1/4 ფინალში, 9-0 წააგო ედმონდ ადმენ ნაზარიანთან.
97 კგ-ში, გიორგი ქაცანაშვილი რეპეშაჟში, იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილთან დამარცხდა 3-1 და ასპარეზობა დაასრულა.
130 კგ-შო 1/8 ფინალიდან გამოერთო ზაგრების ტურნირს სულხან ბუიძე, რომელიც 4-3 დამარცხდა ლიეტუველ მოჭიდავესთან.
ფოტო: UWW