ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მე-10 ადგილზე დაასრულა. დეიან სტანოიევიჩის ნაკრებს, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატის ყველა ჯგუფური შეხვედრა წააგო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა, 9-12 ადგილებისთვის საბრძოლველად გადაერთო. გერმანიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ქართველთა გუნდს, კარგი შანსი გაუჩნდა ევროპის მე-9 საუკეთესო ყოფილიყო, თუმცა, იგივე უნდოდათ ფრანგებს, რომლებმაც დღეს სტაბილურად იასპარეზეს.
ანგარიში პირველ პერიოდში ფრანგებმა, მართალია, მხოლოდ მე-4 წუთზე გახსნეს, თუმცა, მისი მოგება მოახერხეს. ქართველთაგან გოლი მაგრაქველიძემ გაიტანა. კიდევ ერთი გოლი მეორე მეოთხეში დიხწიარენკოს ანგარიშზეა, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ეს პერიოდიც წააგო. დიდ შესვენებაზე ფრანგები 5-2 იგებდნენ.
თითქმის ანალოგიური სცენარით გაგრძელდა თამაში. მესამე პერიოდში, ფრანგები ლიდერობდნენ ჩვენებს, კვლავ სხვაობის შემცირება უხდებოდათ. თუმცა, ამ მონაკვეთში ყველაზე მეტი 3 გოლი გავიტანეთ, ორი ახვლედიანმა და ერთიც დიხწიარენკო. მონაკვეთიც ფრედ, 3-3 დასრულდა. ბოლო, პერიოდში კი, პირველი ტაიმის „სცენარს" დავუბრუნდით, ჩვენგან მხოლოდ, ვასიჩმა გაიტანა. ფრანგებმა კი, ოთხი გაგვიტანეს და საბოლოოდ, 12-6 ((2-1, 3-1, 3-3, 4-1 მატჩის სტატისტიკა).
ქართველთაგან გატანილი გოლების ავტორები: მაგრაქველიძე (1), დიხწიარენო (2), ახვლედიანი (2), ვასიჩი (1).