წინა საოლიმპიადოდ სანდრო ბაზაძე რეიტინგის ლიდერია
წინა საოლიმპიადოდ სანდრო ბაზაძე რეიტინგის ლიდერია
15.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE)  ხმლით მოფარიკავეთა განახლებული რეიტინგის ლიდერია. ფედერაციამ განახლებული რეიტინგი, ტუნისის ტურნირის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც ბაზაძე  266 ქულით, პირველ ადგილზეა. ქართველი, თითქმის 100 ქულით უსწრებს, მეორე ადგილზე მყოფ უნგრელ ოლიმპიურ ჩემპიონს არონ სილაგის, რომელსაც 174 სარეიტინგო ქულა აქვს. უკვე, 2024 წლის დასაწყისში ნათელი ხდება, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკმაოდ დაძაბული დღეები გველის.

მანამდე კი, განახლებულ რეიტინგამდე, ბაზაძემ ტუნისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. სანდრო, აღნიშნულ ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა, თუმცა, ამჯერად, მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.


მედლამდე, სანდრომ იორდანელი, ჩინელი და რუმინელი მეტოქეები დაამარცხა. 1/2 ფინალში გადასასვლელად ბაზაძემ, ფრანგი ბოლად აპიტს 15-13 დაამარცხა. თუმცა, 1/2 ფინალში, ტუნისელ ფარეს ფერჯანისთან 14-15 დამარცხდა და მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძოლა.



ფოტო: სეოკ