საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობდა, პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ჩემპიონატის დაწყებამდე ხელბურთის ევროპის ფედერაცია, საქართველოს ნაკრების შეფასებისას ხაზს უსვამდა, რომ გათამაშების დებიუტანტისთვის „ევრო" გამოცდილების მისაღებად შესანიშნავი ასპარეზი იყო. ამასთან, ყურადღებას ორ ქართველ სპორტსმენზე ამახვილებდა, გიორგი ცხოვრებაძეზე, რომელმაც მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრაში ბოსნიასა და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ 13 შესაძლებლობიდან 7 გოლი გაიტანა და ნიკოლოზ კალანდაძეზე, რომელიც ტრავმის გამო, გერმანიაში საქართველოს ვერ ეხმარებოდა.
მანჰაიმში, საქართველოს ნაკრების ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ კი, ევროპის ხელბურთის ფედერაციაც და კონკრეტულად ტურნირის ოფიციალური გვერდებიც ქართულ გუნდს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ პირველ გამარჯვებას ულოცავდნენ. საქართვლოს ნაკრებმა საკმაოდ დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში, დღეს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას 19-22 მოიგო. შეხვედრაში, რომელშიც ანგარიში ბოსნიელებმა გახსნეს, ჩვენ კი ძალიან მალე, პენალტი ვერ გამოვიყენეთ, უკვე ჩვევად ქცეული მატჩის საწყისი წუთების მღელვარებამ და ცოტა აჭრილობამ კვლავ, იჩინა თავი. ბოსნიელები მალე 6 ბურთით დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი ამ მონაკვეთში მეკარე შეცვალა. დავით ნიქაბაძემ რამდენიმე მომენტში თავი გამოიჩინა. ნაკრებს კი, ეს ხასიათში გადაუვიდა და ჯერ ანგარიშ დაქაჩა ბოლოს კი ტაიმი ფრედ, 9-9 დასრულდა.
პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გატანილი გოლების ავტორები იყვნენ: გორგი ცხოვრებაძე (2), თეიმურაზ ორჯონიკიძე, გიორგი დიხამინჯია (2), ერეკლე არსენაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, ირაკლი კბილაშვილი (2).
საინტერესოა, რომ მეორე ტაიმი ბოსნიელთა „გაქცევით" გაგრძელდა, ჩვენი მოწინააღმდეგე 3 ბურთით დაწინაურდა და კიდევ შეეძლო ანგარიშის გაზრდა. თუმცა, ტიტე კალანდაძის გუნდმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, მოახერხა კარის დაცვა და სხვაობაც ერთ ბურთამდე დავიდა. ჩვენი გუნდი, 1 ბურთით, 13-12-ს აგებდა, რა დროსაც, საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ზურა ცინცაძემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე კიდევ ერთი „სეივიც" შემოგვთავაზა. თუმცა, ზონის წესის დარღვევის გამო, საქართველოს კარში კიდევ ერთი პენალტი დანიშნეს. ქართველთა მეკარემ, რამდენიმე წამის წინ „ჩადენილი" ერთი-ერთში გაიმეორა. ეს ქართული გუნდისთვის, გარდამტეხი გახდა. საპასუხო შეტევაში კბილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა 13-13. დიხამინჯიამ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ ცოტა ხანი თამაში ბურთი-ბურთში წავიდა, თუმცა, აქ, კიდევ ერთი გარდამტეხი ეპიზოდი, ცინცაძეს უკავშირდება. ქართველთა მეკარე ბოსნიელების შეტევის ჩაშლას მოედნის ცენტრთან ახლოს ახერხებს და დიხამინჯიას აწვდის, რომელიც ჩვენი ნაკრების 2 ბურთით დაწინაურებას ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტიდან მატჩის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა თამაშისა და ანგარიშის გაკონტროლება და საბოლოოდ, 19-22 (მატჩის სტატისტიკა) მოიგო. ბოსნიელთა კარში, ბოლო ბურთი გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს: გორგი ცხოვრებაძე (7), თეიმურაზ ორჯონიკიძე (3), გიორგი დიხამინჯია (5), ერეკლე არსენაშვილი (3), ხაზეინ რუსტამოვი, ირაკლი კბილაშვილი (3). მატჩის MVP კი, ზურა ცინცაძე გახდა.
|
|
„შვედებთან მატჩი პირველად მოხდა, როდესაც გულშემატკივარი კონკრეტულად მე მიკრავდა ტაშს. ამით ისე მოვიხიბლე, რომ მსგავსი თამაშის ჩატარება ისევ მინდოდა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ. ამ ყველაფრის MVP-ით დასრულება კიდევ უფრო მაგარია", - ამბობს ცინცაძე, ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე, მატჩის დასრულების შემდეგ.
ბომბარდირებს შორის, მესამედ ადგილზე15 იანვრის მონაცემებით, 21 გატანილი გოლით გიორგი ცხოვრებაძეა, თუმცა, ქართველმა ტურნირზე ასპარეზობა, სამწუხაროდ დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. ჯგუფი წაუგებლად დაასრულა შვედეთმა, რომელმაც დღეს ნიდერლანდები 29-28 დაამარცხა (სტატია რედაქტირებულია 02:00, 16.01.24).
ფოტოები: (с) Kolektiff images