საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში საფეხბურთო სეზონის განახლებასთან დაკავშირებით. სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონო 1 მარტს ეროვნული ლიგის მატჩებით დაიწყება, თუმცა, ელიგის ოფიციალურ გვერდზე ჯერ-ჯერობით არაა ცნობა, თუ როგორი პირველი საასპარეზო დღის კალენდარი.
სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, „ახალი სეზონი 1 მარტს, ეროვნული ლიგის გათამაშებით დაიწყება. 5-წლიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას კოლხეთი ფოთი 1913 დაუბრუნდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს, რომელიც 6 მარტს დაიწყება - სართიჭალის „შტურმი", დუშეთის „არაგვი" და „რუსთავი" შეუერთდებიან". ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ქობულეთის „შუქურამ", რომელიც 2023 წელს ელიგა 2-ში დაქვეითდა, იმის გამო, რომ 2024 წლისთვის ვერ მოახერხა ლიცენზირების გავლა კიდევ უფრო დაბალ ლიგაში, ლიგა 4-ში გააგრძელებს.
2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები
1 მარტი - ეროვნული ლიგა
6 მარტი - ეროვნული ლიგა 2
7 მარტი - ეროვნული ლიგა 3
30 მარტი - ეროვნული ლიგა 4
1 აპრილი - რეგიონული ლიგა
ასაკობრივი ლიგები:
2 მარტი - 19 წლამდელთა ოქროს ლიგა
30 მარტი - 19 წლამდელთა ვერცხლი
30 მარტი - 17 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა
30 მარტი - 15 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა
სფფ-ს ინფორმაციით, 8 მარტს აიღებს სტარტს ქალთა ლიგის გათამაშება, ხოლო ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება 30 მარტს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქალთა ლიგაში მონაწილეობას კვლავ 8 გუნდი მიიღებს. თუმცა, ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი თუ რამდენი კლუბი მიიღებს მონაწილეობას ქალთა ლიგა -2-ში.
8 მარტი - ქალთა ლიგა
30 მარტი - ქალთა ლიგა 2