მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლერი აბულაძემ 2024 წელი ოქროს მედლით დაიწყო. ზაგრებში მომდინარე სარეიტინგო ტურნირის ფინალში შვედი მეტოქე 9-0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ერთ თვეში, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებს უმნიშვნელოვანესი შეჯიბრი, ევროპის ჩემპიონატი ელით. შესაბამისად, ეს გამარჯვება აბულაძის მომავალი წარმატების ერთგვარი წინაპირობაცაა.
პირველი დღის შემდეგ, ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა აჩიკო ბოლქვაძეს (87 კგ), თუმცა, ქართველი ალან ოსტაევთან 4-0 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ქართული გუნდი შემდეგი შემადგენლობითაა წასული:
60 კგ - ნუგზარ წურწუმია, ამირან შავაძე, ფრიდონ აბულაძე
63 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე, ჯონი ხეცურიანი
77 კგ - იური ლომაძე
82 კგ - თორნიკე ძამაშვილი
87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე
97 კგ - გიორგი ქაცანაშვილი
130 კგ - სულხან ბუიძე