ევროპის ჩემპიონატის მედლების ბოლო კომპლექტი დღეს, სპორტულ ცეკვებში გათამაშდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ჩემპიონის ტიტული, მოქმედმა ჩემპიონებმა იტალიიდან შარლი გიუნარისა და მარკო ფაბრიმ წყვილმა შეინარჩუნა. ქართული გუნდის შედეგი, მე-8 ადგილმა კი, მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე ორი წყვილით ასპარეზობის უფლება მოგვცა.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინისთვის კაუნასში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პირველი იყო სადაც წყვილმა საქართველოს სახელით იასპარეზა. დედით ქართველი, ეთერ თუთბერიძის შვილის დიანასა და გლების წყვილმა, თავისუფალ პროგრამაში, თემად გედების ტბა შეარჩია, შესაბამისი საუნდთრექიც, ჩაიკოვსკის გედების ტბა იყო, რომელიც კლინტ მანსელის Black Swan-ის ნაწყვეტებით იყო გაჯერებული. მუსიკალურ კომპოზიციასთან სრულ თანხვედრაში იყო მოციგურავეთა კოსტუმებიც - ალბათ, უფრო საბალეტო. „ჟალგირის არენაზე" დღეს, საქართველოდან შავი და თეთრი გედი სრიალებდნენ, რომკლებმაც 9 ელემენტისგან (OFT, SlLi+RoLi, SyTw, MiSt, ChSl, DSp, ChSt, CuLi, ChSp) შემდგარი პროგრამა სუფთად და უკეთ ისრიალეს, ვიდრე, ერთი გამომსვლელით ადრე „შავმა გედებმა" ჩეხეთიდან კატერინა მრაზკოვამ და დანიელ მრაზეკმა. შესაბამისად, ქულებიც მათზე მაღალი მიიღეს, 113.13 (62.75 /50.38) საღამოს ლიდერებიც იყვნენ, სანამ მათ მომდევნო წყვილი არ გადაასწრებდა. საბოლოოდ, ჩვენებმა
აქვე შეგახსენებთ, რომ დიანა და გლები, პირველი საასპარეზო დისციპლინის, რიტმული ცეკვების შემდეგ, მე-7 ადგილზე იყვნენ და ყინულზე ბოლოს წინა ჯგუფში იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოდან 7 სპორტსმენმა იასპარეზა აქედან ორი წყვილთა დისციპლინებში გამოდიოდა. საერთო ჯამში, ჩვენმა გუნდმა ორი ვერცხლის მედალი მოპოვა წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ავიდნენ კვარცხლბეკზე, ქალთა შორის კი, ანასტასია გუბანობა გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი. საუკეთესო ათეულში შევიდნენ დიანა დევისისა და გლებ სმოლნისკის წყვილი, რომლებიც მე-8 ადგილზე გავიდნენ, მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა ნიკა ეგაძემ. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ალინა ურუშაძე კი, 33 მონაწილეს შორის თავისუფალ პროგრამაში მოხვდა და საბოლოოდ 22-ე ადგილს დასჯერდა. შესაბამისად, არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ, ჩემპიონატის წამყვანს, რომელმაც რეპორტაჟის მიმდინარეობისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ქართული გუნდის ასპარეზობა ყველა დისციპლინაში იყო შთამბეჭდავი და საყურადღებო.