ანასტასია გუბანოვა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატია პრიზიორთა შორისაა
ანასტასია გუბანოვა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატია პრიზიორთა შორისაა
13.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ანასტასია გუბანოვას, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ მსაჯთა ნაწილმა „გაუჩალიჩა" და რეალურად ჩემპიონობა დაათმობინა. საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ქალმა სპორტსმენმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროგრამა კარგად შეასრულა და ტექნიკურად უფრო სუფთად ისრიალა, ჯამში, ბოლო წლებში უშუალო მეტოქესთან, ბელგიელ ლუნა ჰენრიქსთან შედარებით, ნაკლები ქულა დაუგროვდა და შარშანდელი ოქრო, ვერცხლში გადაცვალა. ეს საქართველოს ნაკრების მეორე ვერცხლის მედალი იყო კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

ალინა ურშაძე დღეს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ქალთა შორის თავისუფალ პროგრამაში, „ჟალგირის არენაზე", პირველი გამოვიდა ქართული გუნდიდან ყინულზე. ბენი ანდერსონის „Mamma Mia"-ს თრექზე აწყობილი პროგრამა (3Lz+1Eu+3S Triple,  3Lo, 3F, 3S, FCCoSp, StSq, 3F+2T, 3T+2A+SEQ, 2A, 10 LSp, 11 ChSq, CCoSp) სამწუხაროდ, 5 შეცდომით ისრიალა, რაც ბუნებრივია, ქართველის საბოლოო შედეგზეც აისახა. თავისუფალ პროგრამაში, 90.12 (39.69 /50.43) ქულა დააგროვეს და საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში, 140.66 ქულით, 22-ე ადგილი დაიკავა.




რაც შეეხება ანასტასია გუბანოვას, ჩვენი მოციგურავეს მიერ ლუჩიო დალასის „კარუზოზე" შესრულებული პროგრამა 7 სამმაგი ბრუნის მოიცავადა, რომელთაგან რამდენიმე ორმაგ ბრუნთან იყო კომბინაციასა და კასკადში (3F+3T, 3Lo,  3Lz, 3S, FCSp, ChSq. 3Lz+2A, 3F+2T+2T, 2A, CCoSp, StSq, LSp). ანასტასია, მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერის, ლუნა ჰენდრიქსის შემდეგ ასპარეზობდა. სხვათა შორის, ლუნას მღელვარება ეტყობოდა და ტექნიკურმა პანელმაც მას შეცდომებიც საკმაოდ დაუფიქსირა, თუმცა, „ცოცხალმა მსაჯებმა", რომლებთან განლაგებულ „ბორტთანაც" ბელგიელმა გამოსვლა დაასრულა, სასწორი ბელგიელის მხარეს გადაწონეს და მას იმ რაოდენობის ქულა 138.59 (67.46 /71.13) მისცეს, რამაც საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში, გუბანოვაზე გადასწრების საშუალება მისცა. ანასტასიამ თავისუფალ პროგრამაში,  137.56 (70.73 /66.83) ქულა დააგროვა და ჰენრიქსს, როგორც თავისუფალ, ისე, ორი პროგრამის ჯამში 206.52 ქულა დააგროვა და 6.68 ჩამორჩა. ეს, სწორედ ის სხვაობაა, რაც ბელგიელმა მსაჯების სიმპათიის გამო დაიმსახურა ორივე პროგრამაში.


„ყინული მოლიპულია და საქმე ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის. გამოსვლის დროს მომიწია თავის ხელში აყვანა და საკუთარი შესაძლებლობების 100%-ით ჩვენება. ყველაზე მნიშვნელოვანი მენტალურად მოახერხო ფოკუსირება და საქმის გაკეთება. ერთადერთი, პროგრამის დასრულების შემდეგ იყო გრძნობა, რომ ყველაფერი გავაკეთე, ბოლომდე დავიხარჯე ყინულზე. მინდოდა დამეჯერებინა რომ სწორად შეფასდებოდა და ვიყავი ბედნიერი", - ამბობს გუბანოვა, ISU-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ფოტო: (c) ISU