მონტე-კარლოში ქართველთაგან კვარცხლბეკზე პირველი ბელა ხოტენაშვილია
მონტე-კარლოში ქართველთაგან კვარცხლბეკზე პირველი ბელა ხოტენაშვილია
13.01.2024
ავტორი: TSFF.GE

ბელა ხოტენაშვილმა პირველობა გაინაწილა, მონტე-კარლოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში. ქართველმა მოჭადრაკემ, 13-იდან 10 ქულა  დააგროვა და I-III ადგილი გაინაწილა ალექსანდრა კოსტენიუკსა (შვეიცარია) და სარასადატ ხადემალშარეხთან (ესპანეთი) ერთად. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით ქართველი დიდოსტატი მესამე ადგილზე გავიდა.


ელვისებურ ჭადრაკში გამარჯვებულები დროის (3 წუთს+2 წამი) კონტროლით ვლინდებიან. სწრაფ ჭადრაკში კი, რომელიც 13-14 იანვარს გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით , 15წუთს+10 წამი  გამოვლინდებიან გამარჯვებულები.


ქალთა შორის შეჯიბრმა სწრაფ და  ელვისებურ ჭადრაკში, რომელიც მონტე-კარლოში გუშინ, 12 იანვარს დაიწყო,  საუკეთესოს ტიტულისთვის ერთმანეთს 26 ევროპული ქვეყნის 118 მოჭადრაკე იბრძვის.


ასპარეზობაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:


ბელა ხოტენაშვილი (2395სწრაფი)/(2333ელვისებური);

ლელა ჯავახიშვილი (2346)/(2332);

ნინო ბაციაშვილი (2318)/(2215);

ინგა ჭარხალაშვილი (2212)/(2073);

სოფიო გვეტაძე  (2179)/(2187);

ინგა ხურცილავა (2157)/(1981).

 


ფოტო: ჭადრაკის ფედერაციის