2024 - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
2024 - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
11.01.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

2024 წლის, ეროვნული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარადგინეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3-ის და ქალთა ლიგის კლუბებმა. ასევე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4-ის შვიდმა და ქალთა ლიგა 2-ის ხუთმა კლუბმა.

ლიცენზირების პროცესის პირველ ეტაპზე, კლუბებმა, ექსპერტებთან კონსულტაციებით, სალიცენზიო დოკუმენტაცია წარმოადგინეს 2023 წლის სექტემბერ/ოქტომბერში, რომლის საფუძველზეც სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ჩაატარა პირველი განხილვა და 2023 წლის 3 ნოემბერს მიიღო პირველი გადაწყვეტილებები.


კლუბებს, რომლებსაც პირველი განხილვის შედეგად უარი ეთქვათ ლიცენზიაზე, მიეცათ მეორე/საბოლოო განხილვისთვის ხარვეზების გამოსწორების ვადა - 27 ნოემბერი. აღნიშნულ ვადაში, კლუბების მიერ ხელმეორე განხილვისთვის წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, 2023 წლის, 7 და 8 დეკემბერს, ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები - 2024 წელს, ლიცენზირებად ლიგებში მონაწილეობისთვის გასაცემი ეროვნული ლიცენზიების შესახებ, კერძოდ:


კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ქვედა ლიგებში ასპარეზობისთვის საჭირო - PRO, A და B საკლუბო ლიცენზიები მიიღო 14 კლუბმა:

1. დინამო ბათუმი

2. დინამო თბილისი

3. ტორპედო ქუთაისი

4. დილა გორი

5. სამგურალი

6. საბურთალო

7. გაგრა

8. თელავი

9. სამტრედია

10. კოლხეთი ფოთი 1913

11. გარეჯი

12. სპაერი

13. სიონი ბოლნისი

14. ლოკომოტივი თბილისი


კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში და ქვედა ლიგებში ასპარეზობისთვის საჭირო -  PRO, A და B საკლუბო ლიცენზიები მიიღო 18 კლუბმა:

1. დინამო თბილისი 2

2. ვიტ ჯორჯია 

3. კოლხეთი ხობი

4. მერანი მარტვილი

5. ნორჩი დინამო მერანი

6. არაგვი

7. შტურმი 

8. რუსთავი

9. ვარკეთილი

10. მეშახტე ტყიბული

11. ირაო თბილისი

12. საბურთალო 2

13. გორი

14. გურია ლანჩხუთი

15. ლოკომოტივი თბილისი 2

16. მაჭახელა

17. ნორჩი დინამო მერანი 2

18. ჩიხურა საჩხერე


კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო - B საკლუბო ლიცენზია მიიღო 8 კლუბმა

1. ბორჯომი

2. ბახმარო

3. ზესტაფონი

4. გონიო

5. ბეთლემი ქედა

6. გარდაბანი

7. ოდიში 1919

8. სამგურალი 2


ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 12 კლუბმა:

1. ლანჩხუთი

2. სამეგრელო

3. კვარტალი

4. ბათუმი

5. კოლხეთი ხობი

6. ნორჩი დინამო მერანი

7. მართვე

8. დინამო სოხუმი

9. ელიტა

10. რაჭა 2020

11. ვერე

12. გორი იუნაიტედი


უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზირების კომიტეტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, ფ.კ. ქობულეთის შუქურას უარი ეთქვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში და კრისტალბეთ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო - PRO, A და B საკლუბო ლიცენზიებზე. შედეგად, შუქურა ასპარეზობას კრისტალბეთ ლიგა 4-ში განაგრძობს, დებულების თანახმად კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში რუსთავი, ხოლო კრისტაბლეთ ლიგა 3-ში მაჭახელა დაწინაურდება.


ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებები ლიცენზირების გრაფიკით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა შემდგომ ინსტანციაში - სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოში და, აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილებები ითვლება საბოლოოდ.