ვირტუს ბოლონიამ, რომელმაც თორნიკე შენგელიას ლიდერობით ევროლიგის გასული 3 შეხვედრ მოიგო, წარმატებული სერია ვეღარ გააგრძელა. ბელგრადში, სადაც თელ ავივის მაკაბი საშინაო მატჩებს მართავს, ბოლონიელებმა ევროლიგის მე-20 ტურის მატჩი 78-95 წააგეს.
საბოლოო შედეგის მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი შემდეგ მაკაბის უპირატესობა გამოიკვეთა. ვირტუსმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო და საბოლოოდ 17 ქულით დამარცხდა. შენგელიამ თამაში ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 28:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თოკომ პერიმეტრიდან ორჯერ არაზუსტად ისროლა, 5-იდან 3 ორქულიანი და 7-იდან 3 საჯარიმო კი ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 1 ჩაჭრა, 3 დაკარგვა და 4 ფოლი იყო.
მოედანზე შედეგიანობით მარკო ბელინელი გამოირჩა, რომელმაც 12-იდან 7 სამქულიანი ჩააგდო და ვირტუსს 24 ქულა მოუტანა. მაკაბის 22 ქულით უეინ ბოლდუინმა ულიდერა.
14 მოგებითა და 6 მარცხით ვირტუსი სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ მადრიდის რეალს (18-2) ჩამორჩება. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო მატჩსაც სტუმრად გამართავს - 12 იანვარს სტამბოლში ანადოლუ ეფესს დაუპირისპირდება.
ვიდეო-კადრები მატჩიდან