ანა ჩემინავას შანსი გახდეს საუკეთესო
ანა ჩემინავას შანსი გახდეს საუკეთესო
11.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კაპიტანი ანა ჩემინავა, რომელიც უეფა-ს ქალთა ერთა ლიგაზე პირველი ქართული გოლის ავტორია, აქვს შანსი ლიეტუვას ქალთა საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

„ისე არც ველოდი, რადგან ნახევარი სეზონი ვიყავი იმ ჩემპიონატში. თუმცა, კარგად ჩავატარე იქ გატარებული სამი თვე. როდესაც გუნდი დავტოვე, ბომბარდირთა დავაშიც ვლიდერობდი. ალბათ მაგიტომ ვარ ამ გამოკითხვაში. მერე  „თრაბზონსფორი" ვარჩიე, სადაც გუშინაც მქონდა თამაში, რომელიც მოვიგეთ", - ამბობს ანა ჩემინავა TSFF.Ge-სთან საუბარში.


გამოკითხვა, რომელსაც ლიეტუვას ფეხბურთის ფედერაცი აწარმოებს, ორი ეტაპისგან შედგება პირველ ეტაპზე ხმის მიცემა 16 იანვრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპის დროს გამოვლენი სამი საუკეთესო კი, უკვე საბოლოოდ ლიეტუვას საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებს. მეორე ეტაპის გამოკითხვა 26 იანვარს დასრულდება. იმისთვის, რომ „ჩემსკი" მეორე ეტაპზე გადავიდეს, გულშემატკივარს 24 საათში ერთხელ შეუძიათ ხმა მისცენ ანა ჩემინავას, მხოლოდ აუცილებელი პირობაა, მის გარდა კიდევ 2 ფეხბურთელს მივცეთ ჩვენი ხმები.


ბუნებრივია, ანასთან საუბარში ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია ვის შეიძლება გაეწია ჩემინავასთვის კონკურენცია, ასეთები კი, შესაძლოა მედა შეშკეტუ Meda Seskutes (მეკარე რომელიც თბილისში, მიხეილ მესხე ლიეტუველთა კარს იცავდა ქალთა ერთა ლიგის მატჩის დროს) და მილდა ლიუჟინაიტე  Milda liuzinaites (ამავე მატჩში, ლიეტუვას ნაკრების კაპიტანი) იყვნენ. საერთო ჯამში, აღნიშნულ გამოკითხვაში, 4 ლეგიონერი მოხვდა. ასე, რომ თუ გვინდა, რომ ქართველი მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, ალბათ, ჯობს, ხმებიც ლეგიონერებზე გადავანაწილოთ.  


ხმის მისაცემად უნდა გადახვიდეთ ბმულზე , შეარჩიოთ სამი ფეხბურთელი (უმჯობესია იმ რეკომენდაციით, რომელიც ჩვენ მოგეცით) და ბოლის თქვენი არჩევანი ყვითელ ღილაკზე დაჭერით დააფიქსიროთ.