ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩი საქართველო -რუმინეთი
ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩი საქართველო -რუმინეთი
10.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის მომავალი მატჩებისთვის აგრძელებს მზადებას. დეიან სტანოიევიჩის გუნდს, რომელსაც კვალავ აქვს სურვილი მოხვდეს ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორს, ინარჩუნებს შანსს ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატზეც, რომელიც 2024 წლის თებერვალის დასაწყისში ჩატარდება. რა თქმა უნდა, თუკი ის, რვა საუკეთესო გუნდში მოხვდება. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლოს. ამ საგზურის მოპოვების შანსი კი, საფრანგეთის გარდა, უნგრეთსა და საბერძნეთს აქვს, იმ ორ ნაკრებს, რომლებსაც საქართველოს ეროვნული რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშა და თითქმის, თანაბრად შეებრძოლა.



„ეს იყო ტოპ ჯგუფი. მოგეხსენებათ, პირველი ეტაპზე ყველაზე ძლიერი გუნდები ვიყავით. რა თქმა უნდა, არაფერს არ ველოდებით იქ, განსაკუთრებულს. იტალია პირველ ადგილზე გავიდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ჩვენი ჩემპიონატი ახლა იწყება, მერვედფინალიდან", - ამბობს ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომლის გუნდმაც, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა, ტურნირის ახალი ფორმატიდან გამომდინარე ის, ასპარეზობას მაინც აგრძელებს. ამასთან, მომავალი მეტოქისგან განსხვავებით, ერთი დღით მეტი დაისვენა.


საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც I დივიზიონში, B ჯგუფში ასპარეზობდა, 1/8 ფინალში (ფლეი-ოფში), II დივიზიონის D ჯგუფის გამარჯვებულს, რუმინეთის ნაკრებს შეხვდება. თავის მხრივ, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებს ერთი ბურთით, 7-8 სძლია.




„ამ თამაშისთვის ვემზადებით. ბიჭები მოტივირებულები არიან. რაც მთავარია, რაც ჩვენი მიზანია და რა შანსიც არის ის, რომ ისევ შევიდეთ ევროპის ტოპ რვა ნაკრებში და ვითამაშოთ 1/4 ფინალი. ამისთვის მთელი ნაკრები ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ზუკა რურუა.


წყალბურთში, ევროპის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 11 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.




ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია / თამარ ყულუმბეგაშვილი