ხვალ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას. სადებიუტო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრას, ჩვენი გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩი, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ტიტე კალანდაძის გუნდი მანჰეიმში გუშინ ჩავიდა და იმავე დღეს, მსუბუქად ივარჯიშა კიდეც. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობითაა წასული: მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (#12 / Azoty Pulawy, პოლონეთი), გიგი რუხაძე (#16 / Kutaisi 2015, საქართველო), დავით ნიქაბაძე (#87 / SGAU-Saratov); ხაზის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი (#18 / CB Puente Genil, ესპანეთი), გიორგი ლაპიაშვილი (#3 / BSB Batumi, საქართველო); მარცხენა უკანახაზელები: ზურაბ გოგავა (#24 / LHC Cottbus, გერმანია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (#14 / GRK Ohrid, ჩრდ. მაკედონია), ზურიკო სიმონია (#94 / Kutaisi 2015, საქართველო); მარცხენა გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (#7 / MRK Iskra Bugojno, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ზურაბ აბრამიშვილი (#30 / BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა გარემარბები: გიორგი დიხამინჯია (#71 / HK Lovosice, ჩეხეთის რესკუბლიკა), ირაკლი გოგოლაძე (#15 / BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა უკანახაზელები: გიორგი ცხოვრებაძე (#11 / VfL Gummersbach, გერმანია), სანდრო დარსანია (#21 / OS Belenenses, პორტუგალია); ცენტრალური უკანახაზელი: ირაკლი კბილაშვილი (#10 / AHC Potaissa Turda, რუმინეთი), გიორგი არეშიძე (#9 / STU-Pegasi, საქართველო),მირიან გავაშელიშვილი (#34 / RK Metaloplastika Sabac, სერბეთი).
11 იანვრის გახსნითი შეხვედრის გარდა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენი ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს:
13.01.2024 / საქართველო - შვედეთი
15.01.2024 / ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის 6 მასპინძელი ქალაქია: დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰეიმი, მიუნხენი. ჩემპიონატი, ოფიციალურად დღეს გაიხსნება და თამაშები, „მერკურ-შპილ არენაზე" ჩატარდება, სადაც ხელბურთისთვის უპრეცედენტო, 53000 გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნება. გახსნით ორ შეხვედრაში კი, საფრანგეთი ჩრდ. მაკედონიას, გერმანიის ნაკრები კი, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია