საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები დღეს გერმანიაში გაფრინდა, სადაც 10-28 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებ. ჩვენი ნაკრებისთვის სადებიუტო ჩემპიონატში, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი E ჯგუფში შვედეთთან, ნიდერლანდებთან და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდი გუნდების წარდგენისას საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით ყურადღებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიაში, სპორტის სახეობის წარმატებულ ბოლო წლებზე ამახვილებს. ლაპარაკობს ტალანტ ქართველ ხელბურთელთა თაობაზე, გიორგი ცხოვრებაძეზე, რომელზე დაკვირვებასაც ევროპის ჩემპიონატზე ყველას ურჩევს და სინანულს გამოთქვამს, რომ მეორე ტალანტი ნიკოლოზ კალანდაძე, ტრავმის გამო გერმანიაში ვერ იასპარეზებს.
„თუკი, საქართველოს ნაკრებში რომელიმე მოთამაშის ასაკი 30 წელს აღემატება, ნიშნავს, რომ ისინი წლების მანძილზე ერთად თამაშობენ მათ შორის 19 და 21 წლამდე ნაკრებებში. ისეთ რთულ ჯგუფში, სადაც საქართველოსთან ერთად ნიდერლანდები, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებებია, ქართული გუნდის მთავარი მიზანი იქნება გამოცდილების დაგროვება, რადგან მომავალში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე უფრო ხშირად გამოჩნდნენ", - ნათქვამია ფედერაციის საინფორმაციო სტატიაში.
საქართველოს ნაკრები, ტურნირის მასპინძელი 6 ქალაქიდან, ერთ-ერთში, მანჰეიმში გამართავს ჯგუფის შეხვედრებს. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები 11 იანვარს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
11.01.2024 / ნიდერლანდები - საქართველო
13.01.2024 / საქართველო - შვედეთი
15.01.2024 / ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო
რაც შეეხება შემადგენლობას, ტიტე კალანდაძეს გამოძახებული ჰყავს მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (#12 / Azoty Pulawy, პოლონეთი), გიგი რუხაძე (#16 / Kutaisi 2015, საქართველო), დავით ნიქაბაძე (#87 / SGAU-Saratov); ხაზის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი (#18 / CB Puente Genil, ესპანეთი), გიორგი ლაპიაშვილი (#3 / BSB Batumi, საქართველო); მარცხენა უკანახაზელები: ზურაბ გოგავა (#24 / LHC Cottbus, გერმანია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (#14 / GRK Ohrid, ჩრდ. მაკედონია), ზურიკო სიმონია (#94 / Kutaisi 2015, საქართველო); მარცხენა გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (#7 / MRK Iskra Bugojno, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ზურაბ აბრამიშვილი (#30 / BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა გარემარბები: გიორგი დიხამინჯია (#71 / HK Lovosice, ჩეხეთის რესკუბლიკა), ირაკლი გოგოლაძე (#15 / BSB Batumi, საქართველო); მარჯვენა უკანახაზელები: გიორგი ცხოვრებაძე (#11 / VfL Gummersbach, გერმანია), სანდრო დარსანია (#21 / OS Belenenses, პორტუგალია); ცენტრალური უკანახაზელი: ირაკლი კბილაშვილი (#10 / AHC Potaissa Turda, რუმინეთი), გიორგი არეშიძე (#9 / STU-Pegasi, საქართველო),მირიან გავაშელიშვილი (#34 / RK Metaloplastika Sabac, სერბეთი).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის 6 მასპინძელი ქალაქია: დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰეიმი, მიუნხენი. ორგანიზატორებმა, განსაკუთრებულად იზრუნეს და გახსნით თამაშზე დასწრების საშუალება 53000 გულშემატკივარს ექნება. დიუსელდორფის „მერკურ-შპილ არენაზე" საგანგებო ტრიბუნები დამონტაჟდა გულშემატკივრისთვის. 10 იანვარს, ამ სივრცეში ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია და ორი მატჩი ჩატარდება, საფრანგეთი ჩრდ. მაკედონიას, გერმანიის ნაკრები კი, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.
ტურნირის 3 დებიუტანტი ეყოლება. ერთ-ერთი საქართველოა, რომელიც ფინალურ ეტაპზე ისევე როგორც ფარერის კუნძულები და საბერძნეთი, მესამე ადგილით გავიდა. აქვე გეტყვით რომ 6 ჯგუფიდან, სადაც 24 გუნდი გადანაწილდა, ფლეი-ოფში I-II ადგილზე გასული ნაკრებები გავლენ და შესაბამისად ჩემპიონობისთვისაც ისინი იბრძოლებენ. აქვე გეტყვით, რომ EHF EURO 2024-ის ფინალური მატჩი კიოლნის Lanxess Arena ჩატარდება.
სტატიაში გამოყენებულია EHF-ის ფოტო