საქართველო წყალბურთელთა ეროვნული B დივიზიონის D ჯგუფის საუკეთესოს ელოდება
საქართველო წყალბურთელთა ეროვნული B დივიზიონის D ჯგუფის საუკეთესოს ელოდება
08.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 9-18 წააგო. ანგარიშს მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა (2-5, 3-6, 3-3, 1-4), თუმცა, ტრადიციულად უხერხულ მეტოქესთან ვერაფერს გახდა. მითუმეტეს, რომ განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ბერძნების წისქვილზე წყალი, ჩვენი გუნდის დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა დაასხა. მაგალითად, როდესაც პირველ პერიოდში ანგარიში იყო 2-2 და ამასთან, თავად შეგვეძლო გატანა, საკუთარ კარში, ორ შეტევაში ორი გოლი მივიღეთ, ერთი აქედან პენალტით. მეოთხედი კი, სამი ბურთით წავაგეთ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა ნიკა შუშიაშვილმა, რომლისგანაც ქართველი გულშემატკივარი უფრო მეტის მოლოდინშია. იმედია, ნიკამ ამ გოლით „ნავსი" გატეხა და უკვე მომდევნო შეხვედრაში, ფლეი-ოფში, სადაც B დივიზიონის D ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირებდა. ამ ჯგუფში კი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ნიდერლანდები ასპარეზობენ. შესაბამისად, მათ შორის საუკეთესო, ჩვენი ნაკრების მეტოქე იქნება.


რუმინეთს დავუპირისპირდებით, წყალბურთელი ჩვეულ ფორმაში მოგვევლინება. სადებიუტო გოლი გაიტანა არტიომ დიხწიარენკომაც. ალბათ, კიდევ ერთ წყალბურთელზე ვისზეც, პირადად ჩვენი გვერდის მოსაზრება გვინდა გაგიზიაროთ ვაკო დადვანია. სპორტსმენი, აშკარად, ტურნირიდან ტურნირამდე „ღვინდება" და ეს, სათამაშო სტაბილურობასაც მატებს. ტრადიციულად სტაბილურად იცავდა კარს ირაკლი რაზმაძე, რომელსაც ბერძნებმა 31-ჯერ დაურტყეს, შესაბამისად ქართველთა მეკარის ანგარიშზე 13 შედეგიანი „სეივია".


ქართველთა გუნდიდან კი, დღეს, საუკეთესო მარკო ელაჩა იყო. თუმცა, არა მხოლოდ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობიდან. ქართველთა გუნდის ერთ-ერთმა ვეტერანმა 13 შესაძლებლობიდან 6 გოლი გაიტანა. ეს კი, საუკეთესო შედეგი იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.


ბერძნებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს:  შუშიაშვილმა (1), ელაჩამ (6), დიხწიარენომ  (1) და პიეშივცმა (1). მატჩის სრული სტატისტიკა.


საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო და შესაბამისად, ბოლო ადგილი დაიკავა. თუმცა, შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ტარდება. 16 გუნდი 2 დივიზიონი არის გადანაწილებული, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, სადაც საქართველოს ნაკრები 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. სწორედ, ეს რვა საუკეთესო გუნდი ასპარეზობს A დივიზიონში. მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც. ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი A დივიზიონის გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს, მას ექნება შესაძლებლობა B დივიზიონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს შეხვდეს. ფლეი-ოფის ამ დაპირისპირების მოგების შემთხვევაში კი, გუნდი, ევროპის რვა საუკეთესოს შორის მოხვდება, რაც ავტომატურად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მისცემს. მსოფლიო ჩემპიონატი 2024 წლის თებერვლის დასაწყისში, დოჰაში ჩატარდება.