ზორან მარუჩიში, გაგი მარგველაშვილი, მუსა სანგარე, დენის ბუშნია, ლუკა ლაკვეხელიანი, ვატო არველაძე და გიორგი ხარაიშვილი, ჯერ-ჯერობით ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთა წასვლაზე კლუბმა ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს დინამოსთან არსებული კონტრაქტი ამოეწურათ. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და შესაბამისად ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
არ არის გამორიცხული, რომ კლუბმა სხვა ცვლილებების შესახებაც გააკეთოს განცხადება, თუმცა, ჯერჯერობით, „დინამო თბილისი" მხოლოდ, ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელების წასვლას ადასტურებს გუნდიდან.
როგორც ჩვენი გვერდი იუწყებოდა, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის სამზადისს, რამდენიმე დღეში დაიწყებს. კარასკოს ხელმძღვანელობით, გუნდი თავდაპირველად თბილისში შეიკრიბება, იანვრის ბოლოს კი, ტრადიციულად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.