შერმადინი ხუვენტუდთან მოგებული მატჩის MVP და ტენერიფეს ყველა დროის საუკეთესო მომხსნელი გახდა
შერმადინი ხუვენტუდთან მოგებული მატჩის MVP და ტენერიფეს ყველა დროის საუკეთესო მომხსნელი გახდა
07.01.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინის დიდებული მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში, სადაც მისმა ლენოვო ტენერიფემ მე-17 ტურის მატჩში ხუვენტუდს უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დომინირებით 90-70 დაამარცხა. შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.


საქართველოს ნაკრების ცენტრმა ტენერიფელთა სასტარტო ხუთეულში 26:50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-დან 9 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მარსელინო უერტასსაც ძალიან შედეგიანი მატჩი ჰქონდა, ბრაზილიელმა 22 ქულა და 12 პასი მიითვალა, თუმცა შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი (32) ვერ გადაფარა.


ამ მატჩში შერმადინმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ტენერიფეში მისმა მოგროვებულმა მოხსნების რაოდენობამ 837-ს მიაღწია, რაც კლუბის საუკეთესო შედეგია. ხუვენტუდთან მატჩში გიორგიმ გადაასწრო მანამდელ რეკორდსმენს, კენ ჯონსონს, რომელსიც 834 მოხსნით პირველ საფეხურზე იყო. 


ტენერიფეს 17 მატჩში 9 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა. გიორგი შერმადინის გუნდი ამ დროისთვის საპლეიოფე ზონაშია და მეშვიდე ადგილს იკავებს. ტენერიფე 14 იანვარს საკუთარ არენაზე ბარსელონას უმასპინძლებს.



ვიდეო-კადრები მატჩიდან