საფეხბურთო კლუბმა გორის „დილამ" ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა. 2024 წლის სეზონზე გორულ კლუბს 44 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის.
პორტუგალიელი საქართველოში რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვა და გორის „დილას" მოსამზადებელი ციკლიც და ფეხბურთელების სელექციაც, მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება.
გორის „დილას" მიერ გავრცელებულ ცნობაში, კლუბი მხოლოდ მწვრთნელის კარიერული ნიუანსებით შემოიფარგლა. „რუი მოტას მთავარი მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში როგორიცაა: პორტუგალიური ,,ბრაგა" და ,,მორიერენსე. ასევე, ვარშავის ,,ლეგია" ბელგიური ,,სტანდარტი" და ბრაზილიური ,,ვასკო და გამა", ასევე „ალკოჩეტენსეს" და ,,სიბენიკის" ასაკობრივი გუნდებში. რუი მოტასთან ერთად კლუბში მისი ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს ასევ პორტუგალიელი სპეციალისტი ემანუელ რიბეირო. 34 წლის სპეციალისტს ასისტენტის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა დონეცკის ,,შახტარი" და პოლონური ,,გნდანსკი", ნათქვამია კლუბის განცხადებაში.