ჟორჟი „მეცში" დაბრუნდა. ალბათ, ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, რომელიც ახალ წელს, მითუმეტეს მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშების წინ ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად გაუხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდური „აიაქსი" ბევრად უფრო „ხმაურიანი" კლუბია, ვიდრე „მეცი".
ვიდრე საქართველოში „ბედობა დღეს" აღნიშნავდნენ, „აიაქსი" შეკრებაზე ესპანეთში წავიდა და შემადგენლობაც გამოაქვეყნა, რომელში ქართველი არ იყო. იმავე საინფორმაციო წერილში ეწერა რომ გიორგი მიქაუტაძე, ერთ-ერთ ევროპულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ბუნებრივია, „მეცის" დაინტერესებიდან გამომდინარე, ცნობილი იყო, რომ ეს სწორედ, ფრანგული კლუბი იქნებოდა. დღეს, კი, სფფ-ს სანაკრებო გუნდმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ინფორმაციას, სადაც ჟორჟის „მეცში" დაბრუნების თაობაზე გააკეთა განცხადება. ამასთან ჩვენი სანაკრებო გვერდი იტყობინება, რომ „აიაქსსა" და „მეცს" შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, რის შემდეგაც გიორგი ყოფილ გუნდში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით იჯარა 6-თვიანია და „მეცს" მიქაუტაძის გამოსყიდვის უფლებაც აქვს.
ჩვენის მხრივ დავამატებთ, რაზეც 2023 წელს, მას შემდეგ რაც ჟორჟი „აიაქსი" გადავიდა, დიდად არ გაგვიმახვილებია ყურადღება, მაგრამ ფაქტია, რომ „სკამზე" ყოფნა, ფეხბურთელის სათამაშო ხარისხსაც და განწყობასაც ემჩნეოდა. 2024 წელს კი, ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე ძველი მიქაუტაძე დაგვიბრუნდება, ხალისიანი და ლაღი.