2024 წელს, ფიფას საერთაშორისო მსაჯების სიაში 18 მსაჯი, მათ შორის კიდევ ერთი ქალი მთავარი მსაჯიც იქნება
2024 წელს, ფიფას საერთაშორისო მსაჯების სიაში 18 მსაჯი, მათ შორის კიდევ ერთი ქალი მთავარი მსაჯიც იქნება
03.01.2024
ავტორი: TSFF.GE

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2024 წლისთვის ფიფა-ს ქართველი მსაჯების 18-კაციან სიას აქვეყნებს, რომელშიც რამდენიმე სიახლეა. მაგალითად, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის სტატუსი მოიპოვა მზევინარ (მზეკო) შარაშენიძემ, ხოლო სოფო წულაია საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტი გახდა. შესაბამისად, ორამდე გაიზარდა ქართველი ქალი არბიტრების და სამამდე ქართველი ქალი ასისტენტების რაოდენობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა რიგებში.

სიახლეა VAR-ის „ქართულ გუნდში", რომელიც ქართულ ელიგაში, 2023 წლის სეზონზე, რამდენიმე მატჩის გარდა ყველგან აქტიურად გამოიყენეს. სფფ-ს ცნობით, პირველად ისტორიაში, ორმა ქართველი მსაჯმა, გიორგი ავაზაშვილმა და ალეკო აფციაურმა, საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯის სტატუსი მოიპოვა.


შესაბამისად, 2024 წლისთვის ფიფა-ს ქართველი მსაჯების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:


საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები - გიორგი ყრუაშვილი, გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი, თეონა სტურუა, მზევინარ შარაშენიძე


საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები - ლევარ ვარამიშვილი, ზაზა ფიფია, დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია, დავით ჩიგოგიძე, გიორგი ელიკაშვილი, სოფო წულაია, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი


საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯები - გიორგი ავაზაშვილი / ალეკო აფციაური


საერთაშორისო კატეგორიის ფუტსალის მსაჯი - ზვიად ბლიაძე


ბიჩსოკერის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი -კახა ვასაძე




ფოტო: (с) სფფ / ლაშა კუპრაშვილი