ორმაგი ოვერტაიმი და სხვადასხვა სახის რეკორდები: ორლანდო მეჯიქმა საკრამენტში კლუბის რეკორდულად ბევრი, 25 სამქულიანი ჩაუგდო კინგსს, თუმცა დრამატული მატჩი მე-2 ოვერტაიმში მაინც დამარცხდა 135-138. პაოლო ბენჯერომ პირადპი რეკორდი დაამყარა და 43 ქულა ჩააგდ, თუმცა სულ ბოლო, მე-3 ოვერტაიმში გადამყვანი სამიანი ააცილა.
ამ დრამატიზმით სავსე მატჩში მონაწილეობა მიიღო გოგა ბითაძემ, რომელიც ზედიზედ მესამედ, მიუხედავად ვენდელ კარტერის მზადყოფნისა, ორლანდოს სასტარტო ხუთეულში იყო. ამჯერად სათადარიგო კარტერმა ბითაძეზე უკეთესი სტატისტიკა აჩვენა. კარტერმა ერთმანეთის მიყოლებით, ბოლო პერიოდში ჩააგდო 3 სამქულიანი, რითაც ორლანდოელთა გაქცევას ხელი შეუწყო. კარტერთან ერთად 3 სამქულიანი ჩააგდო მეჯიქის ღრმა სათადარიგო ჩუმა ოკეკემ და ორლანდო ძირითად დროში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მალიქ მანკმა ბოლო წამებზე (და კიდევ არაერთ ეპიზოდში) საკრამენტოელები გადაარჩინა.
ბითაძემ მოედანზე 28 წუთი გაატარა და 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძეს შესანიშნავი შანსი მიეცა, ორლანდო დაეწინაურებინა თუმცა მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი (135-135) იყო, სამქულიანი აუცდა. მეჯიქის მეორე ცენტრმა, სათადარიგო ვენდელ კარტერმა 21 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
საკრამენტოში 37 ქულით მანკი გამოირჩა, თუმცა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა - 22 ქულა, 23 მოხსნა, 12 პასი. ორლანდოს 19 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 6 იანვარს, დენვერში, ნაგეთსთან ელის.
ვიდეო-კადრები მატჩიდან