უკრაინელები ოლიმპიადაზე რუსებისა და ბელარუსების დაშვებას საარბიტრაჟოში ასაჩივრებენ
უკრაინელები ოლიმპიადაზე რუსებისა და ბელარუსების დაშვებას საარბიტრაჟოში ასაჩივრებენ
03.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკრაინელი სპორტული ადვოკატი იური იურჩენკო ლოზანაში, საერთაშორისო არბიტრაჟში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს დამოუკიდებელი სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა. იურჩენკოს მიაჩნია, რომ იმ არაჰუმანური სარაკეტო იერიშების ფონზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს, სოკ-ის გადაწყვეტილება, ყოველგვარ ნორმებს სცილდება. ინფორმაციას სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია (AIPS) ავრცელებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ადვოკატი ცდილობს აგრესორი ქვეყნების სპორტსმენებს, წარმომადგენლობით პირებს სამუდამოდ აუკრძალონ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.


„ომი და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არის უდიდესი და შეუდარებელი სამართალდარღვევა, მსოფლიოსა და დამოუკიდებელი ქვეყნის ავტონომიის მხრივ, სპორტულ ავტონომიასთან შედარებით. სწორედ ასეთი ფორმულირებით ცდილობს სოკ-ის საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებას. სპორტის ავტონომია, არ შეიძლება აღემატებოდეს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და სახელმწიფო საზღვრებს და არ ამართლებს უკრაინელების მკვლელობას, ომს უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს ნათელია ყველა მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის დონეზე",  - ამბობს იურჩენკო სარჩელში.


უკრაინელი ადვოკატი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ ადრე ფიფა-სა და უეფა-ს დოპინგის გამო რუსეთი დასჯილი ჰყავდა საერთაშორისო სარბიელიდან, თუმცა, მიჩნია, რომ ანტი-დოპინგურ კამპანიაზე, არანაკლებს საყურადღებოა უცხო ქვეყნის საზღვრების უგულვებელყოფა. ამავდროულად ფიფა-სა და უეფა-ს გადაწყვეტილებას იშველიებს, რომელიც საკუთარ ტურნირებზე, ზემოთხსენებულ ქვეყნებს დღემდე უკრძალავს მონაწილეობის უფლებას. თუმცა, აქვე (TSFF.Ge-ს სარედაქციო მინიშნება) ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ უეფა-ს ეგიდით ბელარუსი მსაჯები და წარმომადგენლები (დელეგატები) ევროპის საფეხბურთო ტურნირებზე მაინც არიან წარმოდგენილები (ევრო შესარჩევი კვიპროსი-საქართველო, კონფერენს ლიგა „დინამო თბილისი" - „ჰამრუნი", ფუტსალი საქართველო -სომხეთი, ევრო შესარჩევი - ეს უცბად, რაც გაგვახსენდა).



საინტერესოა ის გარემოებმა, რომ არბიტრაჟში სარჩელის შესატანად საჭირო 1000 შვეიცარული ფრანკი, იურჩენკომ თანხის შესაგროვებელი კამპანია, თანამოქალაქეებში წამოიყო და ორ დღეში სრულად ააგროვა.


სარჩელისთვის აგროვებული თანხის მთავარი დონორები გახდნენ უკრაინის კიბერსპორტის კომიტეტი, დნეპრის რეგიონალური რაგბის ფედერაციის პრეზიტენტი, ოლენა როჟკოვა, ლიეტუვას ჩირლიდერებისა  და „რედ ფოქს თიმის" დამფუძნებელი. სხვათა შორის, „რედ ფოქს თიმმა" მონაწილეობა 2022 წელს თბილისში გამართულ ევრობასკეტზე მიიღო (TSFF.Ge-ს სარედაქციო მინიშნება).




მთავარი ფოტო:  © AIPS