რამდენიმე საათის წინ, „აიაქსი" 2023-2024 სეზონის „დიდ შესვენებაზე" მოსამზადებლად ესპანეთში, კადისში ჩავიდა. გუნდის შემადგენლობაში, საერთო ჯამში 29 ფეხბურთელია. გუნდთან ერთად არ არის გიორგი მიქაუტაძე. „აქიასის" ოფიციალური გვერდი ქართველოს არყოფნას შემდეგნაირად ხსნის, „ჟორჟს" მიეცა შანსი, მოლაპარაკება აწარმოოს სხვა კლუბთანო.
ნიდერლანდური კლუბის ოფიციალური გვერდი არ ადასტურებს თუ კონკრეტულად ვისთან აწარმოებს მიქაუტაძე მოლაპარაკებებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველით „მეცი" იყო დაინტერესებული, დიდი ალბათობით, ეს კლუბი სწორედ „მეცია".
ჟორჟის მეცში მისვლის თაობაზე არც ფრანგული კლუბი იტყობინება არაფერს კონკრეტულს და ამ ეტაპზე, მხოლოდ საახალწლო მილოცვებით და რილებით არის დაკავებული.
თუმცა, თუკი „მეცთან" შეთანხმება შედგა, ეს იქნება უნიკალური შემთხვევა, როდესაც, „აქიაქსიდან", სადაც მოხვედრა ართ თუ ადვილია, ფეხბურთელის წასვლა ისე ახარებდეს ვინმეს, როგორც ჩვენ საქართველოში.