ქართველი ჯუდოკები IJF-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში
ქართველი ჯუდოკები IJF-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში
01.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2024 წლის 31 იანვარს სრულდება IJF-ის ტრადიციული წლის შემაჯამებელი გამოკითხვა დასრულდება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2023 წლის საუკეთესოებს 8 ნომინაციაში გამოავლენს.

2023 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაში ერთდროულად ორი ქართველი ჯუდოკა ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და ლუკა მაისურაძე (-90კგ) არის დასახელებული.


2023 წლის სამწვრთნელო მიღწევისთვის ნომინანტთა შორის არის საქართველოს მწვრთნელთა გუნდი, რომლებმაც 2023 წელს -90 კგ-მდე წონაში ფინალები, „ქვეყნის ჩემპიონატად" გადააქციეს და  მსოფლიოსა და მასტერსის  3 ფინალში ორ-ორი წარმომადგენლით გავიდნენ, რითაც საერთაშორისო შეჯიბრების ფინალები, შიდა ჩემპიონატებად აქციეს.


ხმის მისაცემად უნდა გადახვიდეთ ბმულზე და დააფიქსიროთ თქვენი სურვილი. ამასთან, შეგიძლიათ ამის გაკეთებდა 31 იანვრამდე ყოველ დღე, 24 საათში ერთხელ.


2023 წლის რჩეულებს ოფიციალურად პარიზის გრან სლემის დროს დაასახელებენ, რომელიც მიმდინარე წელს 2-4 თებერვალს ჩატარდება და  IJF-ის ეგიდით გამართული მეორე ტურნირი იქნება. ასევე, პარიზის ოლიმპიური თამაშების გენერალური რეპეტიციაც.


ფოტო: (c) IJF