22 ქულა 22 წუთში და იოლი გამარჯვება იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში - ასეთი შედეგიანი მატჩით დაასრულა 2023 წელი თორნიკე შენგელიამ, რომელიც სხვანაირ შედეგს არც იმსახურებდა. 2023 წელი შენგელიასთვის გამორჩეულია როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო კარიერაში. შენგელიას დიდი დამსახურებით საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, სადაც ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, ხოლო ბოლონიური ვირტუსის მაისურით შენგელიასთვის გასული წელი ევროლიგასა და იტალიის ჩემპიონატში ძალზე შედეგიანია.
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში ვირტუსმა პესაროს ბოლონიაში უმასპინძლა და შენგელიას წინამძღოლობით 83-66 დაამარცხა. შენგელია მატჩის MVP გახდა, რომელმაც 22 წუთი ითამაშა და 22 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რითაც პესაროელებს შანსი არ დაუტოვა. შენგელიასთან ერთად გამორჩეული იყო აჩილე პოლონარა, რომელმაც 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
10 მოგებითა და 4 მარცხით ვირტუსი ცხრილში მე3 ადგილზეა. 1-2 ადგილებს 11 მოგებითა და 3 მარცხით ვენეცია და ბრეშა იყოფენ. მომდევნო ტურში ვირტუსი სტუმრა
დ რეჯიო ემილიას, 7 იანვარს დაუპირისპირდება.
ვიდეო-კადრები მატჩიდან