საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ევროპის ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადის. 2023 წლის ბოლო მატჩები ჩვენმა ნაკრებმა „კარპატის თასის" ტურნირზე გამართა და ფინალში გასვლაც მოახერხა, სადაც მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 14-14 დასრულდა. ქართველები აღნიშნულ შეხვედრაში ძირითადი შვიდეულის ორი წამყვანი მოთამაშის, გიორგი ცხოვრებაძისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის გარეშე თამაშობდნენ. ფედერაციის სოციალური გვერდი იტყობინება, რომ ხელბურთელები ტრავმირებულები არიან, თუმცა, ტრავმის სირთულეს არ აკონკრეტებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვერც ამ ტურნირზე და ვერც ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარება ნიკა კალანდაძე. შესაბამისად, მთელი შეხვედრის დატვირთვის დიდმა წილმა გიორგი დიხამინჯიასა და ირაკლი კბილაშვილის ზურგზე გადაიარა. სწორედ, ეს დაღლა იყო, ზუსტი გამოხატულება კბილაშვილის მიერ გაცუდებული პენალტის. ალბათ, შეხვედრის გარდამტეხ მომენტში. თუმცა, რუმინელთა მეკარემ მეორე ტაიმი ჩინებულად ჩაატარა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წილი შეიტანა. რაც შეეხება ჩვენებს, მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, თამაში ბურთი-ბურთში მიდიოდა, ერთ მომენტში ქართველებმა ერთი ბურთით, 16-17 დაწინაურებაც მოახერხეს. თუმცა, 17 ბურთზე საკმაოდ დიდი ხანი „გაიყინენ", რუმინელებმა კი, სხვაობა 6 ბურთამდე გაზარდეს და ჩვენც მდევრის როლში მოგვიხდა თამაში. რამდეჯერმე 4 ბურთამდე მოვახერხეთ შემცირება, მაგრამ საბოლოოდ მაინც 6 ბურთთ, 31-25 დავმარცხდით და ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავეთ.
დღევანდელ შეხვედრაში ქართველთა გუნდიდან გოლები გაიტანეს: კბილაშვილიმა (8), დიხამინჯიამ (6), რუსტამოვმა (5), არსენაშვილმა (3), ლაპიაშვილი (2) და გავაშელიშვილმა (1).
რუმინელებთან ფინალამდე, საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასის" პირველ, ნახევარფინალურ შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრები 32-27 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ორ სპარინგს გამართავს, თუმცა, უკვე 2024 წელს. ჩვენი გუნდი, 3-6 იანვარს სლოვენიაში, ქუვეითისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ფოტო არქივის