სომხეთში, 2024 წლის 3-5 მაისს, უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალური ტურნირი გაიმართება. კარენ დემირჩიანის სახელობის დარბაზში მიმდინარე თამაშებისადმი, სადაც ევროპის ოთხი საუკეთესო კლუბი, 2023-2024 წლების მთავარ ტროფეის გაითამაშებს, ქართველი გულშემატკივრის ყურადღებაც იქნება მიპყრობილი, რადგან ერთ-ერთ ფინალისტ კლუბში, კერძოდ კი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის „აე პალმა ფუტსალი"-ს რიგებში ჩვენი ნატურალიზებული შაგინია, ბრუნო გომესი და ვილიანი ითამაშებენ.
ფინალურ ტურნირზე კიდევ ერთი ესპანური კლუბი იქნება წარმოდგენილი, „ბარსელონა", რომელიც აღნიშნული გათამაშების ოთხგზის ჩემპიონია, ასევე, 2010 წლის გამარჯვებული პორტუგალიური „ბენფიკა" და „სპორტიგნი", რომელმაც მესამე ტიტული სწორედ, შაგინიას გუნდთან დათმო. სხვათა შორის, „პალმას" მეტოქე 3 გუნდში, იმ პორტუგალიის ფუტსალის ნაკრების 12 ფეხბურთელია გადანაწილებული (4-4 თითო გუნდში), რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, სწორედ ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე მოთამაშე, საქართველოს ნაკრებთან წააგეს, თბილისში, სპორტის სასახლეში 2-1.
რაც შეეხება უფეა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ტურნირის, რომელსაც ერევანი პირველად უმასპინძლებს, გუნდები ე.წ. ფლეი-ოფის პრინციპით ითამაშებენ. თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/2 ფინალში, წილისყრაზე გაირკვევა, რომელიც ჯერ უეფას არ აქვს ოფიციალურად ჩანიშნული. მანამდე ცნობილია, რომ 1/2 ფინალები 3 მაისს, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 5 მაისს გაიმართება.
ფოტო: @UEFA