ისე დაემთხვა, მიმდინარე კვირაში თორნიკე შენგელიას ვირტუსს ევროლიგის 2 ტურის თამაშმა მოუწია. შინ, ბერძნული ოლიმპიაკოსის დამარცხების შემდეგ ბოლონიელებს ეპანურ ვალენსიასთან, სტუმრად მოუწიათ თამაშმა და შენგელიას გუნდი 71-79 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო
ვირტუსი პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულით იგებდა (47-37), თუმცა ბოლონიელებმა მესამე პერიოდი საშინლად ჩაატარეს 16 ქულით წააგეს (7-23) და ვალენსიამ ბოლო მეოთხედის წინ დიდი უპირატესობა მიიღო.
ესპანურმა გუნდმა ბოლო მეოთხედშიც გაიმარჯვა და ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-9 გამარჯვება იზეიმა. თორნიკემ პარკეტზე 31:56 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შენგელიას გუნდი ევროლიგის მიმდინარე სეზონში 11 მოგებითა და 5 მარცხით მეორე ადგილზეა. ვირტუს ბოლონია პირველ წრეს პარტიზანთან საგარეო მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 28 დეკემებრს გაიმართება.
ვიდეო-კადრები მატჩიდან