თორნიკე შენგელიას ვირტუსი ევროლიგაში მოგებას მოგებაზე ითვლის. იტალიურმა კლუბმა ბერძნულ პანათინაიკოსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 69-67 დაამარცხა.
მთელი თამაში წინ ბერძნები იყვნენ, რიგ ეპიზოდებში 13 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდი „ვირტუსმა" მაღალ დონეზე ჩაატარა და ბოლო წუთს თანაბარ ანგარიშზე შეხვდა - 67-67. თამაშის ბედი დანიელ ჰაკეტის კარგმა თამაშმა გადაწყვიტა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ტყორცნით ბოლონიელები 69-67 დააწინაურა, საპასუხო იერიშისას კი „ოლიმპიაკოსის" კალათბურთელი შეტავეში დააჯარიმა და მატჩიც „ვირტუსის" გამარჯვებით დასრულდა.
ჰაკეტმა 8 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 30 წუთი, 6 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი.
ბოლონიელებს 15 ტურის შემდეგ ევროლიგაში 11 მოგება აქვთ და „რეალის" შემდეგ (14 გამარჯვება) მეორე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 21 დეკემბერს „ვალენსიას" წინააღმდეგ გამართავენ.
ვიდეო-კადრები მატჩიდან