შერმადინის ტენერიფემ საფრანგეთში შოლე დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა
20.12.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაასრულა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ". ესპანელებმა სტუმრად ფრანგულ „შოლესთან" ითამაშეს და 91-85 გაიმარჯვეს.
გიორგი შერმადინმა საფრანგეთში მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 17 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. „ტენერიფეს" ბომბარდირი, 16 ქულით ბრუნო ფიტიპალდო გახდა.
ამ გამარჯვებით „ტენერიფემ" „შოლეს" გადაასწრო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მომდევნო ეტაპზე, მეორე ადგილით სწორედ ფრანგული კლუბი გავიდა, მესამე იყო თურქული „დარუშაფაკა". პირველადგილოსანი „ტენერიფე" ტოპ-16-ის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, ხოლო „შოლე" და „დარუშაფაკა" სხვა ჯგუფების მეორე-მესამეადგილოსნებთან ითამაშებენ პლეი ინს.
ვიდეო-კადრები მატჩიდან