უეფა-ს ევროტურნირებზე ქართველების გუნდები მეტოქეები დღეს გაირკვა
უეფა-ს ევროტურნირებზე ქართველების გუნდები მეტოქეები დღეს გაირკვა
18.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მადრიდისა და „ბერნაბეუს" შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „კამპ ნოუ"-ზე მოუწევს. თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ქართველის „ნაპოლი", ესპანეთის, ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთს ერთ-ერთ გრანდს, სახლში, ნეაპოლში დაუპირისპირდება.


უეფა, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ამ ეტაპზე გუნდებს, შემდეგ თარიღებს სთავაზობს: 2024 წლის  13/14, 20/21 თებერვალი  და საპასუხო თამაშები 5/6, 12/13 მარტი. დღეს, ნიონში მერვედფინალების წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო 8 წყვილი მივიღეთ.



უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფებში შემორჩენილი ქართველების კლუბებიდან, ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბახი", რომელიც აზერბაიჯანული გუნდებიდან გათამაშების ამ ეტაპზე გავიდა, პორტუგალიურ „ბრაგას" დაუპირისპირდება.


რაც შეეხება გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის „შახტარს", მისი მეტოქე, დღეს გამართული წილისყრის შემდეგ, ფრანგული „მარსელია". ევროპა ლიგაზე დასარჩენად, ფლეი-ოფის თამაშები 2024 წლის 15 და 22 თებერვალს არის ჩანიშნული.


საერთო ჯამში, აღნიშნული ფლეი-ოფიდან, ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე საასპარეზოდ, 8 გუნდი მოიპოვებს უფლებას.  აქ წყვილები, შემდეგნაირად შედგა.



ამ ეტაპზე რთული სათქმელია, დარჩება თუ არა, გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში", გუნდში, სადაც მას ყველანაირად ხელს უშლიან და მოუწევს თუ არა, ჟორჟს, 2024 წლის უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ამ ნიდერლანდურ კლუბთან ერთად ყოფნა. დღეს, ნიონში, წილისყრამ „აიაქსს", ნორვეგიული „ბოდო გლიმტი" არგუნა მეტოქედ.


ალბათ, ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო კონფერენს ლიგის ის დაპირისპირება იქნება, რომელშიც, ქართველთა კლუბები „დაეჯახნენ" ერთმანეთს. ოთარ კიტეიშვილის  გრაცის „შტურმი", მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას იმ „სლოვანს" დაუპირისპირდება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის.


ისევე, როგორც ევროპა ლიგის ფლეი-ოფები, კონკერენს ლიგის გათამაშების ამ ეტაპის თამაშებიც 15 და 22 თებერვალს ჩატარდება.



ფოტო: © UEFA