ეთერ ლიპარტელიანმა წელი საერთაშორისო ოქროთი დაასრულა
ეთერ ლიპარტელიანმა წელი საერთაშორისო ოქროთი დაასრულა
16.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია. ასპარეზობა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა პრიშტინაში, გამარჯვებულებს მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში, ვაჟთა შორის -73 კგ-ში და ქალებში -57კგ-ში ავლენდა.

ტურნირში, რომელშიც საერთო ჯამში, 26 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა, საქართველოს ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი წარმოადგენდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო ტურნირში, ბევრი კოსოვოელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო, ქალთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ნორა ჯაკოვა, რომელიც ეთერმა 1/2  ფინალში დაამარცხა. ფინალში კი, ქართველმა ჯუდოკამ, 30 წამში ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევი იპონით დააგდო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.




ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო, ლაშა შავდათუაშვილს. თუცა, „შავიმ" ბრინჯაოს ფინალი აზერბაიჯანელ, ჰეიდაროვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.





ფოტოები:  (c) EJU