საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 2023 წლის ბოლო შეხვედრები ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა, რომელიც 2024 წლის მარტში, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში იასპარეზებს, ბოლო სპარინგები თურქეთის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართა.
მოგეხსენებათ, თურქეთის 17-წლამდებიც, 20-26 მარტის, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ელიტ რაუნდში ჩვენს ჯგუფში მოხვდნენ, სერბეთისა და დანიის 17-წლამდებთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფი გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი გავა.
მანამდე კი, ქართველმა და თურქმა 17-წლამდებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ორივეს სტუმრები იგებდნენ. თუმცა, პირველ სპარინგში, რომელი 12 დეკემბერს გაიმართა, ჩიტაურის გუნდმა ფრე ითამაშა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი „დინამო თბილისის" აკადემიის წევრმა, რეზი დანელიამ სტანდარტულიდან გაიტანა. მატჩი კი ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარდა.
დღეს კი, 17-წლამდებს დავით პეტრიაშვილის სტადიონმა უმასპინძლა. ამ შეხვედრაშიც სტუმრები დაწინაურდნენ. ამასთან, თურქებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, თურქთა მეკარემ ნიკოლოზ ჩიქოვანი („დინამო თბილისი") წააქცია, შემდეგ კი, გიგი გლუნჩაძის („დინამო თბილისი") დარტყმული ვერ აიღო. ანგარიში გათანაბრდა 1-1. თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც დანელიამ და ჩიქოვანმა კარგად გაითამაშეს, ჩიქოვანმა მეტოქის საჯარიმოში „კვარას" სტილში ითამაშა და გოლიც გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა 2-1 გაიმარჯვა და საახალწლო არდადეგებზე კარგი განწყობით გავიდა.
სფფ-ს ფოტო