უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ყველა გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი ცნობილია. მთავარი ევროპული ტიტულისკენ მიმავალი ტურნირის მომდევნო ეტაპზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი ესპანეთს დარჩა. შესაბამისად, 18 დეკემბერსაც წილისყრაზე, ესპანეთი ოთხი გუნდით, „ბარსელონა" „ატლეტიკო", „რეალი" და „რეალ სოსიედადი"-თ იქნება წარმოდგენილი. გამომდინარე იქიდან, რომ ოთხივე კლუბმა ჯგუფის მოგება შეძლო, 1/8 ფინალში, დებულებით გათვალისწინებული წესი, ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არ შევხდნენ გათამაშების ამ ეტაზე, ისევე, როგორც მეორე მუხლის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები არ ხვდებიან ერთმანეთს, ესპანურ კლუბებს „ლა ლიგა" არ ემუქრებათ.
მერვედფინალში თამაშის უფლება 3-3 კლუბით მოიპოვა გერმანიამ („ბაიერნი", „დორტმუნდი", ჯგუფში მეორე ადგილით „ლაიფციგი") და იტალიამ („ინტერი", „ლაციო", „ნაპოლი" - ამასთან ყველა გუნდმა მეორე ადგილით მოახერხა გათამაშების ამ ეტაპზე მოხვედრა).
ინგლისის ორი წარმომადგენელი „არსენალი" და „მანჩესტერ სიტიც" ჯგუფის გამარჯვებულები არიან და შესაბამისად წილისყრაზეც სწორედ, გამარჯვებული გუნდების კალათში მოხვდებიან.
მეორე ადგილოსანების კალათაში მოხვდნენ დანიური „კოპენჰაგენი", ფრანგული პსჟ, პორტუგალიის „პორტუ" და ნიდერლანდური „პსვ ეინდჰოვენი".
ამ მომენტისთვის, 2024 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველის, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი" და დათი ხოჭოლავას „კოპენჰაგენია" გასული. ხოჭოლავა, კლუბს უეფა-ს საერთო განაცხადში, კი ჰყავს დარეგისტრირებული, თუმცა, ქართველმა ტრავმის გამო, სრულად გამოტოვა აღნიშნული ციკლი. აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ დათი, რომელსაც „კოპენჰაგენთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, 2024 წელს მოახერხებს გუნდთან ერთად ასპარეზობას, თუმცა, დიდი ალბათობით, ჩვენებური ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ვერ თამაშს.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება თებერვლის ბოლოს განახლდება. 1/8 ფინალის პირველი ეტაპის თამაშები 2024 წლის 13, 14, 20 და 21 თებერვალს, საპასუხო მატჩები კი, 5, 6, 12 და13 მარტს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 2023-24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ლონდონის „უემბლი", 1 ივნისს უმასპინძლებს. სტადიონი, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ყველაზე მეტი, 7 ფინალის მასპინძელი იყო.
აქვე გეტყვით, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის 2023-24 წლის გადათამაშებას ითამაშებს ქართველების, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის კიდევ ერთი გუნდი, უკრაინული „შახტარი", რომელმაც ამ ეტაპზე ასპარეზობის უფლება, „ბენფიკასთან", „ბრაგასთან", „ფეიენოორდთან", „გალათასარაისთან", „ლანსთან", „მილანთან" და „იანგ ბოიზთან" ერთად. აღნიშნული გადათამაშების წილისყრა 18 დეკემბერს, თამაშები კი 2024 წლის 15 და 22 თებერვალს გაიმართება.
ფოტო: ©Angel Martinez - UEFA/UEFA via Getty Images