შოთა არველაძე თურქულ „ქარაგუმრუქს“ გაწვრთნის
შოთა არველაძე თურქულ „ქარაგუმრუქს“ გაწვრთნის
13.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ფათიჰ ქარაგუმრუქის" ოფიციალურ გვერდს ჯერ ცნობა არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ინსტაგრამ პლატფორმაზე, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, თურქულმა კლუბმა პირველი ვარჯიშის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძეა.

„მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა ქარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ",  - წერს შოთა არველაძე საკუთარ სოციალურ ქსელში.



თურქეთში ყველაზე პოპულარული და საყვარელი ქართველი ფეხბურთელი, სამწვრთნელო კარიერის მანძილზე რამდენიმე თურქულ კლუბს ხელმძღვანელობდა, „ქაისერს" 2010-12 წლებში, „ქასიმფაშას" 2012-15, „თრაბზონსფორს" 2015 წელს. შესაბამისად, „ქარაგუმრუქი" მისთვის სამწვრთნელო გზაზე მეოთხე კლუბია.


სუპერლიგაში მოასპარეზე სტამბულური კლუბი, ამჯერად სატურნირო ცხრილში, 20-გუნდიან ჩემპიონატაში, 17 ქულით მე-13 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას, რომელსაც შოთა არველაძის ხელმძღვანელობით გამართავს, 16 დეკემბერს, სახლში, „ქაისერისპორთან" გამართავს.


ფოტო: @Fatih Karagümrük S.K.