„თელავი" ბოლო გუნდია, ვინც 2024 წლის სეზონში, ევროვნულ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კახელებმა, აღნიშნული საგზურისთვის, პლეი-აუთში ლიგა 2-ის წარმომადგენელ „სპაერს" ორ-მატჩიან დაპირისპირებაში აჯობეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში, „სპაერის" სტადიონზე ფრედ, 1-1 დასრულდა საპასუხო შეხვედრაში კი, „კავკასიონ არენაზე" თელაველებმა დიდი ანგარიშით 4-0 მოიგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ელიგაში ადგილი შეინარჩუნეს.
საერთო ჯამში, 9 გოლი გავიდა, ელიგიდან გადათამაშებაში მოხვედრილი „სამტრედიისა" და ძლიერთა შორის მოხვედრის ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გარეჯის" დაპირისპირებაში. ორ შეხვედრაშიც საბოლოო გამარჯვებულის ბედი, სწორედ იმ ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც საგარეჯოში, ზვიად ნაჭყებიამ საწყის წუთებზევე გაიტანა. ამის შემდეგ, სამტრედიელებმა 3 გოლი გაუშვეს, და 3-1 წააგეს შეხვედრა, თუმცა, სახლში მოგებული პირველი დაპირისპირების ხარჯზე, რომელიც 4-1 მოიგეს, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხეს.
შესაბამისად, „სპაერი" და „გარეჯი" 2024 წლის სეზონს კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებენ. ამავე ლიგაში თამაშის უფლება შეინარჩუნა ხობის „კოლხეთმა", რომელმაც ორმატჩიან დაპირისპირებაში ხობში, საპასუხო შეხვედრაში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო, 1-0. პირველი დაპირისპირება თბილისში, ფრედ, 0-0 დასრულდა.
ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩა თბილისის „ლოკომოტივიც", რომელმაც პირველ მატჩში, „რუსთავი" საკუთარ კედლებში 4-0 დაამარცხა. მშვიდად დაიყო საპასუხო შეხვედრაც „ფოლადის" სტადიონზე და 79-ე წუთამდე, ანგარიშით 1-3-საც იგებდა. თუმცა, რუსთაველებმა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე, 3 გოლის გატანა მოახერხეს და მატჩის დამატებით დროში გადასაყვანად, ერთი გოლი დააკლდათ. „რუსთავმა", საპასუხო შეხვედრა 4-3 მოიგო, თუმცა, კვლავ „ლიგა 3"-ში დარჩა.
ფოტო: © სკ თელავი