შერმადინის ლიდერობა ტენერიფეს რიგაში მოსაგებად არ ეყო
შერმადინის ლიდერობა ტენერიფეს რიგაში მოსაგებად არ ეყო
06.12.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინის „ტენერიფეს" დიდი შანსი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთი ტურით ადრე გაენაღდებინა, თუმცა ლატვიაში „ვეფ რიგასთან" დამარცხდა (72-77) და ჯგუფიდან გასვლა ბოლო ტურისთვის გადადო. არც გადამწყვეტი შეხვედრა იქნება იოლი - ტენერიფელები 19 დეკემბერს საფრანგეთში „შოლეს" სტუმრობენ.

რიგელებთან მატჩში შერმადინი ესპანელთა შორის საუკეთესი იყო. 29 წუთში 16 ქულა (8/6 ორქულიანი, 5/4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა.


17 ქულით მატჩის ბიომბარდირი ალექსანდრ მადსენი გახდა.