შერმადინის 11 ქულა და ტენერიფეს მოულოდნელი საშინაო მარცხი ბრეოგანთან
03.12.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
ესპანეთის ჩემპიონატში დასანანი მარცხი იწვნია გიორგი შერმადინის „ტენერიფემ". კანარის კუნძულელები საკუთარ მოედანზე ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ „ბრეოგანთან" დამარცხდნენ. აეადა, პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 55-44 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 92:87 გაიმარჯვეს.
შეუჩერებელი იყო კანადელი ტომას სკრაბი, რომელმაც გამარჯვებაში 26-ქულიანი წვლილი შეიტანა. ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა მარსელინიო უერტასმა ჩააგდო. გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო:
20 წუთი, 11 ქულა (4/2 ორქულიანი, 7/7 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა. „ტენერიფეს" ესპანეთის ჩემპიონატში 6-6 მოგება-წაგება აქვს და მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩემპიონთა თასზე 5 დეკემბერს „ვეფ რიგასთან" გამართავს.