ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მე-10 მატჩი ვეღარ მოიგო | ბითაძე 3 ქულას დასჯერდა
ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მე-10 მატჩი ვეღარ მოიგო | ბითაძე 3 ქულას დასჯერდა
03.12.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ორლანდო მეჯიქის ბრწყინვალე გამარჯვებათა სერია შეწყდა. ზედიზედ მოპოვებული 9 გამარჯვების შემდეგ გოგა ბითაძის გუნდი ბრუკლინში დამარცხდა, სადაც 14 ნოემბერს წაგებული მატჩის შემდეგ დაიწყო სწორედ  ეს შედეგიანი სერია. ბრუკლინ ნეთსმა შეხვედრა 129-101 მოიგო.


ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15:26 წუთი გაატარა. ბითაძემ 6 ცდიდან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დაგროვდა. ორლანდოელთაგან 19 ქულით, 10 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო იყო პაოლო ბანკერი, ფრანც ვაგნერის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.


14 მოგებითა და 6 მარცხით ორლანდო ანალოგიური შედეგის მქონე მილუოკისთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციის 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ შეხვერას ბითაძის გუნდი კლივლენდში, 6 დეკემბერს გამართავს.