ვიდრე ქართული საფეხბურთო სამყარო 2024 წლის ჯერ 21, ხოლო შემდეგ 26 მარტის თამაშებისთვის ემზადება და განწყობას იქმნის, ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში, გერმანიაში, ცოტა ხნის წინ ჩემპიონატის ჯგუფების წილისყრა დასრულდა. ჰამბურგში, გამოვლინდა ის 6 ჯგუფი, საიდანაც 16 უკვე ფლეი-ოფების გზით, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგებას შეეცდება.
A ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, შოტლანდია, შვეიცარია.
B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ალბანეთი, იტალია.
C ჯგუფი: სლოვენია, ინგლისი, დანია, სერბეთი.
D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, პლეი ოფი (A ლიგა).
F ჯგუფი: ბელგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, პლეი ოფი (B ლიგა).
F ჯგუფი: პორტუგალია, თურქეთი, ჩეხეთი, პლეი ოფი (C ლიგა).
მოგეხსენებათ, 24 გუნდიდან, ამ მომენტისთვის, მხოლოდ 3 საგზურის მფლობელის ვინაობა არაა ცნობილი, აქედან ერთი მოგება, ჩვენ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შეუძლია. წილისყრის ცერემონიაზე, კანდიდატების წარდგენისას, ფლეი-ოფების წყვილთა წარდგენა C ფლეი-ოფის დაპირისპირებისას, ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაიწყო. იმედი გვაქვს, 26 მარტს, სწორედ „კვარას" გოლი გახდება ერთ-ერთი, რომლის წყალობითაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზო საგზურს მოიგებს.
2024 წლის 21 მარტს ლუქსემბურგის, შემდეგ 26 მარტს, საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024 წლის ბოლო, F ჯგუფში მოხვდება, სადაც დღევანდელი წილისყრის შემდეგ თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებები მოხვდნენ. ჯგუფის პირველ შეხვედრაში კი, თურქეთს დაუპირისპირდება.
„ევრო 2024" გათამაშება, გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება.
ფოტო:@UEFA